ბიძინა ივანიშვილი

„ვაი პატრიოტები ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან“ - ივანიშვილი ჰესების შესახებ

116
საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გაუსვა ხაზი განახლებადი ენერგიის განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის ჰესების მშენებლობას

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამის რაციონალური გამოყენებაა საჭირო, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი? >>

საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი აქცია, რომელიც აპრილში პანკისის ხეობაში გაიმართა, პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სიტუაცია განიმუხტა შს მინისტრის ჩარევის შემდეგ და სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა.

„სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას... სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით, რათა გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ქვეყანა, უნდა გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება, პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართლში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება >>

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა რეალური დამოუკიდებელი ქვეყნის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ენერგიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები... საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად, ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

116
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (118)
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა

59
მოლაპარაკებათა თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირთან, ბრძოლა კორონავირუსთან, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია.

მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მას დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს. შარლ მიშელი ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის და ზურაბიშვილის მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, 1 მარტს. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მოლაპარაკებათა თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირთან, ბრძოლა კორონავირუსთან, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი მოლდოვაში იმყოფებოდა. თბილისიდან ის უკრაინაში გაემგზავრება.

 

59
კარვები პარლამენტის შენობის წინ

რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქი ფართოვდება

103
(განახლებულია 23:53 28.02.2021)
ორშაბათს, 1 მარტს, ოპოზიციის წარმომადგენლები გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი, მე-15 კარავი დადგეს.

კარვის დადგმის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. მაგრამ ამჯერად საქმე დაკავებამდე არ მისულა და სიტუაცია განიმუხტა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი დადგეს, პოლიციამ კი მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, ორშაბათს, 1 მარტს, ისინი გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. აქცია 12:00 საათზე დაიწყება. სამშაბათს, 2 მარტს, პლენარული სხდომის დღეს ოპოზიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირება დააანონსა.

მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას. ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარეკებები განახლდება.

103
თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში
სატვირთო ავტომობილები

ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია

0
(განახლებულია 09:49 01.03.2021)
საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე  მოძრაობა დანარჩენი ტრანსპორტისთვის განხორციელდება უწყევტ რეჟიმში და მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • მლეთა-გუდაურის (ფოსტა),  გუდაური(ფოსტა)–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

ამასთან, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში