აქციები თბილისში

მძიმე რეალობა ხმაური ქუჩაში და „პროპორციულად“ გაძვირებული ცხოვრება...

1080
(განახლებულია 17:55 06.12.2019)
რატომ იზრდება ფასები... რატომ გაცდა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს და როგორია პერსპექტივა... მოახერხებს თუ არა მთავრობა და ეროვნული ბანკი მზარდი ინფლაციის შეჩერებას?

სამსონ ხონელი

ყოველთვის როდი არის ცდომილება, ასეც ხდება ხოლმე... რას გულისხმობ? − ჩამეძიება მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, ანალიტიკოსების, ფინანსისტებისა და ეკონომისტების პროგნოზი ამჯერად გამართლდა... რომელი ერთი?! − არც ეს რეპლიკა გამიკვირდება, თუმცა  მკითხველს მოთმინებისკენ  მოვუწოდებ და შევახსენებ, აკი, ჯერ კიდევ ადრიან შემოდგომაზე გაგვაფრთხილეს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი 7 პროცენტი იქნებოდა... ასეა, ყველაფერს იღბალი უნდა, რაღა ეს ვარაუდი ახდა, ხომ გვპირდებოდნენ, მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასა და მზარდ ინფლაციას გაუმკლავდებაო, − დაიჩივლებს მკითხველი და მართალიც იქნება... იმედია, ძნელი არ არის განჭვრეტა, რომ გადავწყვიტე, წინამდებარე სტატიით სწორედ წლიური ინფლაციის მაჩვენებელს გამოვეხმაურო. ხუმრობა ხომ არ არის, 2017 წლის ივნისის შემდეგ მან უკვე  ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ჩვენში  სამომხმარებლო ფასები 7 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა ჰქონდა ფასების მატებას, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. ვერაფრით გაგახარებთ, მეტიც, არასასიამოვნო კონკრეტიკისთვის ბოდიში... ერთი სიტყვით, თანმიმდევრულად, ცალკეული ჯგუფების მიხედვით მივყვეთ...

·   სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:  საანგარიშო პერიოდში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით

და რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

·   ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული

პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე.  

·   დასვენება, გართობა და კულტურა: ფასებმა მოიმატა 7.0 პროცენტით. წილმა წლიური ინფლაციის

ინდექსში 0.4 პროცენტი შეადგინა.

·   ტრანსპორტი: ფასები 3.1 პროცენტით გაიზარდა და 0.37 პროცენტით აისახა მთლიანი ინფლაციის

მაჩვენებელზე.

·   სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით და წლიურ ინფლაციაში

მისი წილი 0.32 პროცენტია.

·   განათლება: ფასები გაზრდილია 3.3 პროცენტით. წლიურ ინფლაციაზე 0.18 პროცენტით აისახა.

·   ჯანმრთელობის დაცვა: ფასებმა მოიმატა 3.3 პროცენტით. ეს წლიური ინფლაციის 0.26 პროცენტია.

·   საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 2.7 პროცენტით და მისმა წილმა

მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელშო 0.24 პროცენტი შეადგინა.

·   ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: საანგარიშო პერიოდში ფასებმა 2.1 პროცენტით მოიმატა

და ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.14 პროცენტით აისახა...

·   ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასებმა დაიკლო და თანაც მთელი 4.4 პროცენტით. ეს ამბავი ახალი არ არის, ადრეც ვწედი. სამოსელის გაიაფების ტენდენცია ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და სურსათის გაძვირების პირობებში გამოიკვეთა. აქვე, ისიც უნდა ითქვას, მართალია, არ გაიაფებულა, თუმცა ბოლო დროს საგრძნობლად შემცირდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების მოცულობაც. რატომ? მიზეზი მარტივია, მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებსა და ჯანდაცვაზე იხარჯება. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი პირადი გარდერობისა და საოჯახო ტექნიკის გასაახლებლად, მოსახლეობას ფული უბრალოდ აღარ ჰყოფნის... სულ ეს არის. ცალკეული სახეობების სრულ ჩამონათვალს არ შემოგთავაზებთ, ეს შორს წაგვიყვანს. დაინტერესებული მკითხველი თავად გაეცნობა „საქსტატის“ ოფიციალურ ვებგვერდსა და მედიასაშუალებებში... ფაქტია, ციფრები არასახარბიელოა, კიდევ უფრო მძიმეა რეალობა, რასაც ყოველდღე ვაწყდებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მთავარ გამოწვევად გაძვირებულ ცხოვრებას ასახელებს... რატომ იზრდება ფასები, რატომ გასცდა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს?

ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავარ მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მიიჩნევს... მათივე შეფასებით, საკმაოდ პრიმიტიულია ბოლო დროს გავრცელებული მიდგომა, რომ ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამის საფუძველს ფუდნამენტური ფაქტორები ქმნიან...

„გაცვლითი კურსის ცვლილებას ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით. ვამბობთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები წესრიგშია, მაგრამ კურსწარმოქნის თავარი ფუნდამენტური ფაქტორია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც, მართალია, შემცირდა, მაგრამ ამას მოჰყვა კაპიტალის შემოდინების, ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინების შემცირებაც. არ დაგვავიწყდეს, ბოლო წლებში უცხოური ინვესტიციების დინამიკას საგრძნობლად განსაზღვრავდა მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა. ეს პროცესი დასრულდა და უახლოეს მომავალში რამე ასეთი მსხვილი ახალი პროექტი მოსალოდნელი არ არის. აქედან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმდენი აღარ იქნება, რაც გასულ წლებში იყო, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ეს ნაბიჯები მყისიერ შედეგს არ გამოიღებს. ეს არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის  გაუფასურების ერთ-ერთი მთავრი მიზეზი იყო“, − განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფოლმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ. მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურების ასევე მნიშვნელოვანი  ფაქტორია უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა, რაც ე.წ. ლარიზაციის პროცესთან იყო დაკავშირებული... კერძოდ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების კლების შედეგად, სავალუტო ბაზრსისთვის დოლარის მიწოდების ეს წყაროც ჩაიკეტა. „ეს ფატქორი თავისთავად ლარის გაუფასურების პროცესის განმსაზღვრელი შეიძლება, არ იყოს, მაგრამ უცხოური ინვესტიციების კლებასთან ერთობლიობაში, უკვე გავლენას ახდენს. ამ ყველაფერს კურის ვარდნის მოლოდინიც დაემატა. რაც მეტად ვარდება კურსი, მისი მეტად დაწევის მოლოდინი ჩნდება. ასე რომ, ერთი მიზეზი შეიძლება ამ მოლოდინების არაეფექტური მართვა იყოს...“, − დასძინა მერაბ კაკულიამ.

ერთი სიტყვით, ლარის გაუფასურების გამომწვევ ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის არის უცხოური ინვესტიციების კლება, დოლარში კრედიტების გაცემის შეზღუდვა და მოლოდინების არაეფექტური მართვა... ისე, ერთიც ფაქტია, უცხოურ ინვესტიციების კლებაზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ, რომ მიმდინარე წლის საინვესტიციო პორტფელს ანაკლიის პორტის პროექტზე გათვალისწინებული 600 მილიონი დოლარი დააკლდა... მამუკა ხაზარაძემ, განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში პროექტის დასრულება რთულად წარმოუდგენია და პოლიტიკით დაკავდა... თუმცა, ვინ იცის, ეგება ლელოს დადების მცდელობა დოლარს შერკინებული ლარისთვის უფრორე ეფექტური აღმოჩნდეს... ხუმრობის დრო არ არის, − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება.   

როგორია პერსპექტივა? დაახლოებით ერთი თვის წინათ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაანონსა, რომ ინფლაციური პროცესების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის და უკვე მომავალ წელს წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსთა ნაწილი მთავრობის ოპტიმისტურ პროგნოზს არ იზიარებს. „ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, ხელისუფლება რის საფუძველზე აცხადებს, რომ მომავალ წელს ინფლაცია დაბალი იქნება. ალბათ, იმედი აქვთ, ლარს დაიჭერენ... ვითარებაში, როცა მონეტარული პოლიტიკის საკითხზე კობა გვენეტაძეს აზრს აღარ ეკითხებიან, შესაძლებელია, ინფლაციის პრობლემა, მართლაც უფრო მოგვარდეს. შეიძლება მთავრობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ეცადოს, თუმცა ფუნდამენტულ პრობლემას ვერ გავექცევით. ქვეყანაში მაინც ცუდი საინვესტიციო გარემო დარჩება. თუ პოლიტიკური კრიზისი იქნება, ინვესტიციების კლება გაგრძელდება“, − აცხადებს ეკონომისტი გიგა ბედენეიშვილი.

დასკვნა − ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებულზე მაღალია, ხოლო ნოემბერში საბანკო დაკრედიტებისა და საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა, ინფლაციის წნეხი არ შენელდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი წლის მიჯნაზე, სავარაუდოდ 7.2 პროცენტს მიაღწევს... შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ეროვნული ბანკის საქმიანობა, სწორედ ლარის გამყარებისაკენ უნდა იყოს მიმართული... რა თქმა უნდა, პრიორიტეტი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე ქუჩაზე გადის...   

 

1080
ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ესტონეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

55
(განახლებულია 20:15 13.08.2020)
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რიინა კალიურანდმა და დავით ზალკალიანმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყებიან საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დიპლომატებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე, როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის.

გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

შეხვედრის დასასრულ დავით ზალკალიანმა ესტონეთის ახალ ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში დიპლომატიურ მისიაში მის შემდგომ საქმიანობაში.

55
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
„ქართული ოცნების დროშები

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია კიდევ ერთი გამოკითხვა

139
(განახლებულია 20:11 13.08.2020)
პარტიების რეიტინგში „ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%-ით.

შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.

არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%-მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%-მა განაცხადა.

კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.

სხვა გამოკითხვები

კომპანია Survation-ის ივლისის გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.

პარტია Edisson Research-ის გამოკითხვა IRI-ს გამოკითხვა Survation-ის გამოკითხვა
„ქართული ოცნება" 39% 33% 52%
„ნაცმოძრობა" 16% 16% 19%
„ევროპული საქართველო" 5% 5% 8%
„პატრიოტთა ალიანსი" 3% 3% 5%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ 3% 3% 4%
„ლელო საქართველოსთვის“ 3% 2% 5%
139
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0