კოსაჩოვი: საქართველოსთან ვიზების გაუქმება სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიკონსტანტინ კოსაჩოვი
კონსტანტინ კოსაჩოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი სენატორის თქმით, ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა, ორივე ქვეყნის ხალხები სულ სხვას ელოდებიან.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსი პარლამენტარები დაინტერესებული არიან საქართველოსა და რუსეთს შორის კონტაქტების პროგრესული განვითარებით, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
„მესიამოვნა ამის გაგონება“: ბურჯანაძემ მოსკოვში გამართული მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა

„ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ ურთიერთობები საქართველოსთან განვითარდეს პროგრესულად. არსებობს პრაქტიკული საკითხები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. ესენია: სავიზო რეჟიმის გამარტივება, რუსეთის მხრიდან მის სრულ გაუქმებამდეც კი, ავიამიმოსვლის აღდგენა, მთელი რიგი საქონლის მიწოდებაზე ტარიფების შემცირება“, — ციტირებს კოსაჩოვს ფედერაციის საბჭოს პრეს-სამსახური.

სენატორმა სინანულით აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის „სავალალო მდგომარეობაშია“ და გამომდინარე იქიდან, რომ „ორივე ქვეყნის ხალხები სულ სხვას ელოდებიან, პარტიებმა და პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ ეს მოთხოვნა და ყველაფერი გააკეთონ ურთიერთობების აღსადგენად“.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილია. ორ ქვეყანას შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0