თაკო ჩარკვიანი აქციაზე

გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს ერთ-ერთი პარტია ტოვებს

191
არსებულ ფორმატში მონაწილეობა პარტიის ლიდერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან გაერთიანების ერთ-ერთი წევრი მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაწყვიტა დატოვოს ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი ფორმატი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

14 ნოემბერიდან საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია და ახალგაზრდული მოძრაობები მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევას აპროტესტებენ. ამ ბრძოლაში გაერთიანდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომელთა ერთად დგომა მათი საგარეო თუ შიდა პოლიტიკური შეხედულებების გამო წარმოუდგენელი იყო.

ჩარკვიანის თქმით, აღნიშნულ ფორმატში შემდგომი მონაწილეობა მისთვის მიუღებელია, რადგან მისი ერთ-ერთი წევრი მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. საუბარია ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერზე, ნინო ბურჯანაძეზე.

„მართალია, ვერცერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ამ ფორმატში მონაწილეობაზე და დავტოვოთ იგი“, - დაწერა ჩარკვიანმა.

ამასთან „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას „დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“.

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები ესროლეს >>

ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა პოლიტიკოსმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც ზემოხსენებული ფორმატის მონაწილეა, კომენტარი გააკეთა ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავერთიანდით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი მიზეზით – ეს არის სამართლიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. იქნება ჩვენთვის მიუღებელი, მეტ – ნაკლებად მისაღები, თუ მისაღები პოლიტიკური პარტია, მთავარი არის ის, რომ ყველას გვჭირდება სწორი, თანაბარი და თავისუფალი სამართლიანი საარჩევნო გარემო“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა ვაჟთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად, რომელიც პარტიის მმართველობის წევრია. შეხვედრები პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან გაიმართება. შეხვედრების თემები ტრადიციულად შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

191
თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
პეტერ სიიარტო

ქართულ-უნგრული თანამშრომლობის პერსპექტივები: უნგრეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტის შედეგები

53
(განახლებულია 01:28 07.07.2020)
უნგრელი დიპლომატი საქართველოში კარანტინში არ მოთავსდა, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალი პერსპექტივები განიხილა თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოს ეწვია. როგორც ადრე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრელი დიპლომატი კარანტინში არ მოთავსდა, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

მიმზიდველი ბიზნეს-გარემო

„საშუალება გვქონდა გვესაუბრა უნგრულ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - წყლის სექტორის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უნგრელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ.

სიიარტომ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს-გარემოზე და უნგრული კომპანიების სურვილზე ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის კუთხით. კერძოდ, შეხვედრებზე აღინიშნა უნგრული ლოუკოსტერ Wizz Air-ის წარმატებული მუშაობა საქართველოში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ავიაკომპანია ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და იმ პირობებში, რომლებიც მას შეუქმნეს ქვეყანაში, Wizz Air-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საქმიანობის არეალი.

საქართველოს მთავრობამ შეიყვანა Wizz Air-ი პროგრამაში, რომელიც პანდემიის პერიოდში თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას გულისხმობს.

ზალკალიანი: Wizz Air არსად არ მიდის >>

თავისი მხრიდან სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის ბანკმა შექმნა ფონდი, რომელშიც აკუმულირებულია თანხა 155 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება დაიხარჯოს.

პატრიარქის კურთხევა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და უნგრეთის სახელმწიფოს შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, უნგრეთი ქრისტიანული ქვეყანა ათასი წლის წინ გახდა, და როგორც ქართველებისთვის, ისე უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფასეულობების და ოჯახის სიწმინდის დაცვა.

სიიარტოს თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის საქმიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა სხვადასხვა სფეროებში, სოფლის მეურნეობის ჩათვლით, გარდა ამისა, უნგრეთი მზად არის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც უნგრეთმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში გაუწია.

შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ დალოცა სტუმრები და უნგრეთის სახელმწიფო და მათ შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

უნგრეთის და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან სტუმრად ივლიან

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა ტურიზმის აქტივიზაცია ქვეყნებს შორის. ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობების პირობები გამარტივდება თანდათანობით და ეტაპობრივად, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და მიღწეულ შედეგებს ზარალი არ მიადგეს.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს მოინახულოს საქართველო. ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებში ინფორმაციის მიმოცვლა მოხდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ეწვია თითქმის 7,8 ათასი უნგრეთის მოქალაქე, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან 18,9%-ით მეტია.

გარდა ამისა, დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს პოზიტიური ნაბიჯები COVID-19-თან ბრძოლის კუთხით, რაც მიღწეულია როგორც მთავრობის გადაწყვეტილებების წყალობით, ისე მოქალაქეების ძალისხმევის შედეგად. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდ წარმატებას უნგრეთმაც მიაღწია.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე >>

დიპლომატმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გამყარდა მეგობრობა ქვეყნებს შორის, ხოლო უნგრეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მედიკამენტი შემოდის.

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება >>

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 45,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5,6%-ით ნაკლებია.

53
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე

არჩევნები 2020: გაივლიან თუ არა კარანტინს საერთაშორისო დამკვირვებლები

82
უკვე ცნობილია, რომ დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ ორკვირიან კარანტინს. უკიდურეს შემთხვევაში, მათ ე.წ. PCR-ტესტირება ჩაუტარდებათ.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. უცხოელი დამკვირვებლები შეუფერხებლად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

არჩევნები-2020 ახლებურად ჩატარდება: ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა >>

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ კარანტინს. მათთვის სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება.

„მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხელს უშლის რეგულარული ფრენების აღდგენას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.

„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ითხოვს მაქსიმალურად ყველაფრის გახსნას. მიზეზი არის მარტივი – ბუნებრივია, მათ ინტერესებშია, რომ ეპიდემია გავრცელდეს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათ სურთ არჩევნების გადადება. თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს არა ამ ნეგატიური განზრახვის შესაბამისად, არამედ საკუთარი არგუმენტებისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

1 აგვისტოდან საქართველო გეგმავს საზღვრების გახსნას უცხოელი ვიზიტორებისთვის. ზუსტი ზომები, რომლებიც გატარდება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამ თარიღამდე გახდება ცნობილი.

ევროპამ, თავის მხრივ, 1 ივლისიდან გახსნა საზღვრები საქართველოსთვის - ქვეყანა იმ 15 უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც მინიმალური დაბრკოლებებით შეუძლიათ შენგენის ზონაში მოგზაურობა.

82
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ილო ბეროშვილი ანი ბებია

ანი ბებიას და ილო ბეროშვილს შვილი შეეძინათ - უსაყვარლესი ვიდეო სამშობიაროდან

0
(განახლებულია 12:27 07.07.2020)
მსახიობებმა ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა სულ ცოტა ხნის წინ გაამჟღავნეს სასიხარულო ინფორმაცია. შვილს წყვილმა უცნაური სახელი დაარქვა

მსახიობებს ანი ბებიას და ილო ბეროშვილს ვაჟი შეეძინათ. პოპულარულმა მსახიობების წყვილმა შვილს უცნაური სახელი ჯერი დაარქვა. სიახლე საზოგადოებას ილომ ამცნო და ახალშობილისა და ახალნამშობიარევი ანის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ანისთვის და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ცნობილ სახეებს ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთობლივად „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა.

რეიტინგულ სერიალში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა. წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება