ვინ ჩაანაცვლებს აკაკი ზოიძეს პარლამენტში

© photo: Sputnikაკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკაკი ზოიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახლო მომავალში მის შემცვლელს დაასახელებს.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის ადგილს, სავარაუდოდ, პაატა გოგოხია დაიკავებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

დეპუტატმა პარლამენტის დატოვებისა და საერთოდ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საკუთარ Facebook–გვერდზე გუშინ დაწერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზოიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა მის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე.

ზოიძის სიტყვებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უკიდურესად პოლარიზებულია, რაშიც იგი თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს – მან ვერ შეძლო კოლეგების დარწმუნება იმაში, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფდა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას.

აკაკი ზოიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახლო მომავალში მის შემცვლელს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოიძეს  მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, სიაში შემდგომი პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს.  

თუმცა, ამ დრომდე უცნობია თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, პროტესტი გამოიწვია არამარტო ოპოზიციაში, არამედ მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის. ადრე პროტესტის ნიშნად უმრავლესობის რიგები დატოვა დაახლოებით 15–მა დეპუტატმა, მათ შორის, ორმა ვიცე–სპიკერმა, სამი კომიტეტის თავმჯდომარებმა და მათმა მოადგილეებმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0