„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმეო „ბილტმორი“
სასტუმეო „ბილტმორი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სასტუმრო „ბილტმორში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო 14 ნოემბერს საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი–ხაზარაძე–ჩიხრაძე: პოლიტიკოსები ახალ ალიანსს აყალიბებენ

ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე. ოპოზიციის მხრიდან - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, ​„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე არ არიან მიწვეული ახალგაზრდული მოძრაობები და ორგანიზაციები, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებად მიიჩნევიან.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადები აქვს, რა არგუმენტები აქვს. გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე ამ დღეებში საუბარი. ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა. როგორც გითხარით, ოპოზიციის ნაწილი დღემდე აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ მზად ვართ, მათ მივცეთ ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ საერთაშორისო პარტნირების რჩევას და მზად ვართ... ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვიწევს, 2020 წლის არჩევნებისთვის მოვემზადოთ და ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
წავა თუ არა კახი კალაძე ოპოზიციაში?

ოპოზიცია პროპორციული არჩევნების ალტერნატიულ ვარიანტად ხელისუფლებას სთავაზობს არჩევნების ე.წ. „გერმანულ მოდელზე" გადასვლას, რომელიც, მათი თქმით, არ საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. თუმცა ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს.

„ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე... ვერავინ ვერ დაადანაშაულებს ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ჩვენ დიალოგზე არ დავთანხმდით ან დიალოგი ჩავშალეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  მისასალმებელია, რომ ოპოზიციასთან შედგება დიალოგი.

„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ, დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს“, – განაცხადა ჰარცელმა.

ივანიშვილმა განმარტა, რატომ არ გააჩნია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ალტერნატივა>>

„გერმანული მოდელი" ითვალისწინებს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების საფუძველზე.

ამჟამად 77 დეპუტატის მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, 73 კი – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებიც თავიანთ ერთმანდატიან ოლქში ხმათა ნახევარზე მეტს აიღებენ. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭიროა, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა.

ყველა ახალი ამბავი
0