სამხედრო ექსპერტი: რატომ არ უქმნის რუსეთი ნატოს საფრთხეს

CC BY 2.0 / Chairman of the Joint Chiefs of Staff / NATO Headquartersნატოს შტაბბინა ბრიუსელში, ბელგია
ნატოს შტაბბინა ბრიუსელში, ბელგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს ნატოსთვის „რეალური საფრთხე“ უწოდა. სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ ლიტოვკინმა რადიო Sputnik-ის ეთერში განმარტა, რაზე მეტყველებს ეს განცხადება.

თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. რუსეთი ნატოსთვის „რეალურ საფრთხეს“ წარმოადგენს, განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა წინასაარჩევნო დებატებისას თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტში. 

NASA-ს ასტრონავტის სკაფანდრი  - Sputnik საქართველო
დუმის დეპუტატი: ნატოს კოსმოსური გეგმები მსოფლიოს კატასტროფამდე მიიყვანს

„არსებობს რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან, მაგალითად, ნატოსთვის. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ, მილიმეტრობით ტესტავს ჩვენ სიმტკიცეს“, — ციტირებს მინისტრს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

უოლესის თქმით, რუსეთი ნაწილობრივ ამ მიზნითაც იყენებს უკრაინას, სარგებლობს რა ჰიბრიდული ომის მეთოდით.

მინისტრმა მოუწოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ევროკავშირსა და სპეცსამსახურების თანამეგობრობა Five Eyes-ში შემავალ ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია) – აიყვანოს ვითარება კონტროლზე და „გაუწიოს რუსეთს მტკიცე წინააღმდეგობა“.    

ამ სიტყვების სერიოზულად მიღება არ შეიძლება, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვიქტორ ლიტოვკინს.

„ეს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის სულიერ ავადმყოფობაზე მეტყველებს. რუსეთი არავის ემუქრება, ის არ უახლოვდება ნატოს საზღვრებს — ეს ნატო უახლოვდება რუსეთის საზღვრებს და ჯარების მნიშვნელოვან კონტინგენტს ათავსებს იქ. ხოლო საუბრები იმაზე, რომ რუსეთი ვინმეს ემუქრება — ეს ყველაფრის თავდაყირა დაყენების, მიზეზისა და შედეგის შეცვლის მცდელობაა. ნატომ დაბომბა იუგოსლავია, შეიჭრა ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში. ნატოს ზოგი წევრი აქამდე უკანონოდ იმყოფება სირიაში, იპარავს სირიულ ნავთობს. რუსეთი ასე არასდროს მოქცეულა და არც იქცევა. ამიტომ აშინებენ ისინი ევროპის მოსახლეობას, რათა აქედან ამერიკული იარაღის შესაძენად ფული ამოქაჩონ, ქმნიან შიშის ატმოსფეროს — ასე უფრო იოლია მოსახლეობის მართვა“, — განაცხადა ვიქტორ ლიტოვკინმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0