რისთვის იბრძვის ხელისუფლება და ოპოზიცია?

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიცია აქციებზე
ოპოზიცია აქციებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ახლა არც ოპოზიცია დაიშლება რაიმე შედეგის გარეშე და ვეღარც ხელისუფლება გააგრძელებს ძველებურად ცხოვრებას. დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და პროცესებშიც ჩაერევა, როცა ამის საჭიროებას დაინახავს.

როგორც ჩანს, სწორედ აქციებისა და დემონსტრაციების ფონზე მოუწევს ხელისუფლებას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომელიც დიდად არც მმართველ გუნდს არ მოსწონს. ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა და შესასწორებლად ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნა. სწორედ ეს გარემოება აფიქრებინებს ექსპერტებს, რომ საქმე გვაქვს ან ვადამდელი არჩევნების სურვილთან, რომელიც ასე თუ ისე განმუხტავს სიტუაციას, ანდა ხელისუფლების გადაბარების რევოლუციურ სცენართან.

ვადამდელი არჩევნების იდეას იზიარებს კახა ოქრიაშვილი, რომელიც დამსახურებული ეროვნული მოღვაწესავით ზის უმრავლესობის სხდომებზე და, როგორც ჩანს, უკეთ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, ვიდრე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა. ყოველ შემთხვევაში თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა და თამარ ხულორდავა ნამდვილად გაოცებულები დარჩნენ იმით, რაც მოხდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები თბილისსა და კიევში, ანუ ვის სწყალობს წმიდა გიორგი

თუმცა საქმე, ალბათ, არც ისე მარტივადაა. ქვეყანაში რეალურად უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომელთაგან უმრავლესობა მაინც სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული. დაგროვდა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დიდი რაოდენობაც, რომელთაც ბუნებრივად აქვთ სურვილი, უკეთეს და უკეთ მართულ სახელმწიფოში იცხოვრონ. ეს ადამიანები რეალურად არა პროპორციული სისტემისთვის იბრძვიან, არამედ იმისათვის, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინონ და გააგონონ ხელისუფლებას.

აბა, რა შეიძლება, აერთიანებდეს ვახა მაჩალიკაშვილსა და ბაჩანა შენგელიას, დავით სარალიძესა და ელენე ხოშტარიას? სწორედ იმის განცდა, რომ თავს კედლებს ურტყამენ და ხელისუფლებას მათი ხმა არ ესმის, მათ პრეტენზიებზე სამართლიანი პასუხები არ არსებობს.

მეორეს მხრივ, ამ ისედაც დაქცეულ ქვეყანას, რომელიც ემიგრანტების ნაშოვნი ფულით ირჩენს თავს, ამდენი აქციები და ეროვნული ენერგიის რუსთაველზე ხარჯვა კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ პირობებში ჩააგდებს.

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით – რაზე მიუთითებს სოციოლოგია

დღეს ყველა, ან თითქმის ყველა, ვინც 2012 წელს ივანიშვილის გვერდით იდგა და ერთობლივად დაამარცხა სააკაშვილი, რუსთაველზეა მარგველაშვილისა და ხუხაშვილის ჩათვლით. ოპოზიციას შესანიშნავად ესმის, რომ აქციების 2003 წლის სცენარით განვითარება, დისკრედიტირებული პოლიტიკური ფიგურებით ვერ გამოვა. ახლა მათთვის მთავარი ხელისუფლების დისკრედიტაცია და ხალხისა და დასავლეთისათვის იმის ჩვენებაა, რომ პარლამენტი პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარების გარეშე ვერ მუშაობს.

ადრე თუ გვიან ალბათ, კონსესუსი აუცილებლობა იქნება, რადგან რაიმე დათმობისა და კონსესუსის გარეშე არც ხალხი დაიშლება და ვერც ირაკლი კობახიძის დაცვა გადაარჩენს „ქართულ ოცნებას“.

ყველაზე რეალური გამოსავალი, ალბათ, ვადამდელი არჩევნები იქნება, რომელიც არსებული სისტემითაც კი ბევრ სიურპრიზს მოუტანს ქვეყანას.

დღეს რეალური განწყობები არ ჩანს და არჩევნები ყველა ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0