აქცია გრძელდება – ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს

© Sputnik / Vladimir Umikashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმის გატარებას აიძულებენ.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებას პირობა მისცეს, რომ მათ მოსვენებას არ მისცემენ მანამ, სანამ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება.

დღეს, გამთენიისას მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს, წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ ისინი სპეცრაზმმა ტერიტორიიდან განდევნა. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს შესასვლელების ბლოკირებას, რათა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა ნორმალური მუშაობა ვერ შეძლონ.

თალაკვაძე ოპოზიციას ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს>>

პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათი გეგმა – მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის გაგრძელებაა. პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნები არ დაინიშნება.

სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
აქციის დაშლის შედეგები: 28 დაკავებული, სამი დაშავებული

„ყველა მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება პროტესტი და ხელისუფლება ნუ დამშვიდდება იმით, რომ ამ დილით შეძლო აქციის დარბევა… საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ვიცოდე – როცა ასე ხალხის დამშვიდებაშია ხელისუფლება და აზრის იგნორირებაში, ეს ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე ხელისუფლებისათვის", – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ხელისუფლება გააკრიტიკა ეკა ბესელიამაც, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ამის გამო ვიდექით წლობით რუსთაველზე და ახლა ვხედავ, როგორ ცდილობს მმართველი პარტია, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, ეს დროებითია და ამ ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული ექნება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
როგორია აქციის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ეს მათი არჩევანია. პარლამენტი იქნება პოლიციის და სპეცრაზმის ალყაში. დეპუტატებს მოუწევთ მალვით შესვლა პარლამენტში, ხან ერთი შესასვლელიდან და ხან მეორედან", – განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზად იქნება მაშინ, როგორც კი ხელისუფლება „კონკრეტულ ნაბიჯებს" გადადგამს.

„თუ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, აქვე ვადასტურებ, მზად ვართ დიალოგისთვისაც, მზად ვართ პოლიტიკური პროცესისთვისაც, მზად ვართ პარლამენტში დაბრუნებისთვისაც. ეს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ეხებოდეს იმის გამოსწორებას, რაც „ოცნებამ" გააფუჭა", – აღნიშნა ბაქრაძემ.

მმართველმა პარტიამ გუშინ კვლავ განაცხადა, რომ არ გადახედავს საარჩევნო სისტემას, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამდენი ხმის შეგროვება კი ვერ ხერხდება, რადგან მაჟორიტარმა დეპუტატებმა 14 ნოემბერს ჩააგდეს შესწორებები საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0