მიხეილ სააკაშვილი

ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები თბილისსა და კიევში, ანუ ვის სწყალობს წმიდა გიორგი

249
(განახლებულია 20:09 25.11.2019)
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლებთან – გუბაზ სანიკიძესთან და ვალერი გელბახიანთან მოულოდნელი არ ყოფილა. გუბაზ სანიკიძემ ჯამის შესახებ ერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა პირდაპირ ეთერში.

და, მაინც, ამ გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ვისაც ახსოვს, როგორ დააპატიმრეს ვალერი გელბახიანი სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისას, ვისაც ახსოვს, როგორ ლანძღავდა გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სააკაშვილს ჟურნალისტებთან, არც ფაქტების დალაგება გასჭირვებიათ და არც იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში, ქართულში მაინც განსაკუთრებით, მორალური კრიტერიუმები არ არსებობს. თუმცა ოპოზიციას ახლა უფრო დიდი მოწინააღმდეგე ჰყავს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სახით და თუ სააკაშვილი არ დაიხმარეს, როგორც ჩანს, ვერც საპარლამენტო სკამებს იხილავენ და ვერც – ხელისუფლებას, ასე, 2030 წლამდე მაინც. სწორედ ამიტომ გაჩნდა დევიზი – ყველა მინუს ერთი. მაგრამ ეს „ყველაც“ ვერ ახერხებს სიტუაციის ოპოზიციის სასარგებლოდ შეცვლას.

ძნელი სათქმელია, რა სთხოვა წმინდა გიორგის სააკაშვილმა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 16 წლის წინ რეფორმატორად და სახალხო გმირად მოვიდა ხელისუფლებაში, მერე უაზრო სისასტიკეს და ფავორიტების გამდიდრებას გადააყოლა ეს იმიჯი და ახლა იძულებულია ყოფილ მლანძღველებთან ერთად ვიდეოები ავრცელოს და ამით პოლიტიკური რეინკარნაციის შთაბეჭდილება შექმნას, აშკარაა, რომ სააკაშვილმა აშკარად დაკარგა წმინდა გიორგის მადლი.

მეორე მხრივ, საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში მისი დაპურებული ნაწილი მაინც, სულმოუთქმელად ელოდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას – რა დათმობაზე წავიდოდა აჯანყებული „ქართული ოცნება“. თუმცა პარტიის ის გადაწყვეტილება, რომელიც კახი კალაძემ გაახმოვანა, გულისხმობს ბევრ ადგილზე „სალომე ზურაბიშვილების“ მხარდაჭერას.

ანუ იმას, რომ სადაც კანდიდატები მოეწონებათ, იქ „ოცნება“ მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებს.

დავით უსუფაშვილის აზრით, ხელისუფლება შეგნებულად ასხამს ცეცხლზე ნავთს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. და რა იქნება შემდეგ? გაზაფხულზე დანიშნული არჩევნები ისევ შერეული სისტემით, მაჟორიტარებისა და „ქართული ოცნების“ აშკარა უპირატესობის ფონზე ჩატარდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ოპოზიცია მეორე ტურებს მიაღწევს მაჟორიტარულ უბნებში. საახალწლოდ მაჟორიტარები უკვე აპირებენ გააქტიურებას.

და მოსახლეობის გულის მოსაგებად მზად არიან, ხარჯები თავად გასწიონ.

ის, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდება „ქართულ ოცნებაში“ დიდად არ სწყენიათ, იმითაც გამოჩნდა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, „ოცნებამ“ პარლამენტში სამი კომიტეტის თავმჯდომარედ სწორედ „ბუნტის მომწყობი" დეპუტატები დანიშნა.

სიტუაციის სიმწვავე აშკარაა, თუმცა ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ ჰყავს ლიდერი, რომელიც ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში გამოიყვანს. ამას ქარიზმადაკარგული სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრა ვერ შეცვლის. უფრო მეტიც, თუ ასპარეზზე ეს მრავალნაცადი პოლიტიკოსები დარჩნენ, „ქართული ოცნება“ მართლაც დიდხანს იქნება ხელისუფლებაში. ვნახოთ, მოესწრება თუ არა არჩევნებამდე დარჩენილ მცირე პერიოდში რეალური ალტერნატივის გამოჩენა.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

249
მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე სისტემური ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული

13
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სისტემური ლოკდაუნის გამოცხადებას არ გეგმავს – მოხდება არსებული შეზღუდვების გაფართოება

თბილისი, 24 ნოემბერი  — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ვირუსისი გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობენ. 

როგორც ამ წუთებში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანაში სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  

„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში საზოგადოებაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ  თითქოს გუშინ ან დღეს უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება სისტემურ შეზღუდვებთან, ლოკდაუნებთან დაკავშირებით, თუმცა ასე არ არის. ეს გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციის გზით უნდა იყოს მიღებული, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ", განაცხადა ცქიტიშვილმა.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში  ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან და კლინიკების დირექტორებთან შეხვედრები გაიმართა – განხილვის თემა ქვეყანაში შექმინილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს და წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს. 

 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ ლოკდაუნს, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 111.818-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 92.215 , შეადგინა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 1.051 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

13
თემები:
COVID-19 საქართველოში
გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძემ პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

12
გედევან ფოფხაძე თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ახლა – „სოლიდარობის ალიანსიდან“, რას გააკეთებს მომავალში პოლიტიკოსს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დატოვა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი თვითონ იყო. ინფორმაციას პარტიის პრეს–სამსახური ადასტურებს.

ფოფხაძის წასვლის მიზეზი უცნობია.

ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ შეიქმნა 2020 წლის 7 ივნისს — პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ იმ წევრების მიერ, რომლებმაც მმართველი პარტია 2019 წლის ბოლოს დატოვეს. მისი ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები ასევე არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.

პარტია საპარლამენტო არჩევნებზე გადიოდა მე–19 ნომრით. მან ამომრჩევლის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და პარლამენტს მიღმა დარჩა.

ფოფხაძე: მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას>>

სექტემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერებს გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდგინდათ. ორკვირიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკოსები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანის დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ პარტიას პარლამენტში მოხვედრაში ვერ დაეხმარნენ.

12
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება

ია ფარულავასა და რობერტ დე ნიროს აქამდე უცნობი ფოტოები - როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები?

0
(განახლებულია 12:30 24.11.2020)
ამერიკელი და ქართველი მსახიობების დუეტი - სკანდალური ია ფარულავას გამოჩენა რობერტ დე ნიროსთან. როგორ გამოიყურებოდნენ წლების წინ ვარსკვლავები? აქამდე უცნობი ფოტოკადრები...

ოსკაროსანი მსახიობისა და 90- იანების ქართველი სექს-სიმბოლოს მოულოდნელმა ერთად გამოჩენამ საზოგადოებაში შოკიც კი გამოიწვია. დახვეწილი ია ფარულავა რობერტ დე ნიროსთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ქუჩებში სეირნობდა.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტი.

ია ფარულავას პირად ცხოვრებას დღემდე აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.

მსახიობი და ტელეწამყვანი ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ელოდა, რომ ის უარს იტყოდა „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე და არხს დატოვებდა, თუმცა იამ მაშინ განმარტა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ ახლად დაფუძნებული „მთავარი არხიდან“ არანაირი შემოთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ში დარჩენა გადაწყვიტა.

წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის „სიყვარული ვენახში“ შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, თუმცა სკანდალები მას არც ახლა აკლია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება