„გასაღები ხალხს" – ოპოზიციამ საქართველოს პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურასთან ხელისუფლება ამ ინსტიტუტის ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულეს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია განაგრძობს სახელმწიფო სტრუქტურების კარებსა და ცალკეულ კაბინეტებზე ბოქლომის დადების ტრადიციას – ამჯერად საქართველოს პროკურატურის რიგი დადგა.

პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა>>

უფრო ადრე ბოქლომები პარლამენტის ჭიშკრებს დაადეს. ორშაბათს საქმე იქამდე მივიდა, რომ იმ აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელები დაბლოკეს, სპეცრაზმს მოუწია.

რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
„ბოქლომების ომი" – დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

„პროკურატურას „ქართულმა ოცნებამ" დაადო ბოქლომი და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პროკურატურასთან.

პროკურატურასთან შეკრებილებმა ჯერ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, შემდეგ უკვე შენობის ეზოს ჭიშკარს ჯაჭვი შეაბეს და ბოქლომი დაადეს.

„გასაღები ხალხს", – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა აქციაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0