მიტინგი დასრულდა, პარლამენტის შენობის ალყა გრძელდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელ−გასასვლელი ბლოკირებულია, შენობა კარვების ქალაქითაა გარშემორტყმული. ანთია კოცონები და ისმის მუსიკა — ადგილზე მორიგე ჯგუფები რჩებიან.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მიტინგი დამთავრდა, პარლამენტის წინ მცირე რაოდენობის ადმიანები არიან დარჩენილები. 

საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს - Sputnik საქართველო
კვირა დღის ფოტოქრონიკა ორი აქციიდან: თბილისური საპროტესტო ვნებები

ამ დროისათვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელ−გასასვლელი ბლოკირებულია, შენობა კარვების ქალაქითაა გარშემორტყმული. ანთია კოცონები და ისმის მუსიკა — ადგილზე მორიგე ჯგუფები რჩებიან.

„რუსთაველი იქნება გადაკეტილი. ჩენ არ ვაპირებთ დაშლას, მოვაწყობთ პარლამენტის შენობის პიკეტს და გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას“, — განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“  ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორგანიზატორებმა გაახმოვანეს, უცვლელი რჩება: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის პირობებში არჩევნების ჩატარება და ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.

მიტინგი ხვალ გაგრძელდება, საღამოს 7 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0