პარიზი

პირველი შეხვედრა: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პარიზში მოილაპარაკებენ

66
(განახლებულია 12:16 16.11.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეხვედრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.  

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით 9 დეკემბერს გაიმართება პარიზში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით. 

სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ, ელისეს სასახლემ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უკვე დაუდასტურეს შეხვედრის თარიღი და მასში მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეხვედრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.  

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის ეს „ნორმანდიულ ფორმატში“ მონაწილეობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის  პირველი შემთხვევა იქნება.

რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კ~ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრათა „ნორმანდიული ფორმატი“, რომელიც უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებს,  2014 წლიდან არსებობს. სწორედ მაშინ, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმსჯელეს პირველად უკრაინის, რისეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა დონბასში კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე.


 

66
თემები:
მსოფლიო დღეს (1930)
ბელარუსის საელჩო საქართველოში

პირველად ისტორიაში: ბელარუსელები პრეზიდენტს საქართველოში ირჩევენ

130
(განახლებულია 14:37 09.08.2020)
საქართველოში მყოფ ბელარუსის მოქალაქეებს პირველად აქვს შესაძლებლობა, აქედან მიიღონ მონაწილეობა თავისი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში

 

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის მოქალაქეებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ჩვენს ქვეყანაში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელმა. 

საარჩევნო უბანი განთავსებულია საელჩოს შენობაში მისამართზე: კრწანისის ქუჩა №18. ხმის მიცემა დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს.

„ჩვენი საელჩო საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ასე რომ არჩევნებს აქ პირველად ვატარებთ“, — განმარტეს საელჩოში.

ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველმა კირილ გრიგორიევმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიები კიდევ ერთხელ დაზუსტდა, ვინაიდან საქართველოში მყოფმა ბელარუსის მოქალაქეებმა თავად მიმართეს საელჩოს თხოვნით, შეეყვანათ სიაში, რათა ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

საარჩევნო ბიულეტენში პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატია შეყვანილი: ალექსანდრ ლუკაშენკო (მოქმედი პრეზიდენტი), სვეტლანა ტიხანოვსკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩნი და ანა კანოპაცკაია. გარდა ამისა, ბიულეტენში არის გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები უკვე 2025 წელს უნდა გაიმართოს.

130
თემები:
მსოფლიო დღეს (1930)
არჩევნები ბელარუსში

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

248
საქართველოში ბელარუსის მოქალაქეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ქვეყნის საელჩოს შენობაში შეძლებენ.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.

9 აგვისტოს ძირითადი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამასთან, 4 აგვისტოდან მოქალაქეებს შეეძლოთ ხმა ვადაზე ადრე მიეცათ. ცესკოს ბოლო მონაცემებით (07.08.2020), ამომრჩევლის აქტივობამ 32,24% შეადგინა.

9 აგვისტოს საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. 

საარჩევნო კამპანიის პერიოდში 5767 საარჩევნო უბანი შეიქმნა, მათგან 44 უცხოეთში, რომლებიც 36 ქვეყანაში ბელარუსის საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში მუშაობენ.

არჩევნების სავარაუდო შედეგები 10 აგვისტოს დილით გახდება ცნობილი.

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.

საქართველოში ბელარუსის მოქალაქეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ქვეყნის საელჩოს შენობაში შეძლებენ.

248
ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

0
(განახლებულია 20:17 09.08.2020)
გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი „ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

გამოჩენილ მომღერალსა ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილია. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

0
თემები:
საქართველო და კულტურა