ვლადიმირ პუტინი

რუსეთი BRICS-ის თავმჯდომარე 1 იანვრიდან გახდება

48
(განახლებულია 20:02 14.11.2019)
რუსეთის თავმჯდომარეობისას BRICS-ის დევიზი იქნება „პარტნიორობა გლობალური სტაბილურობის, საერთო უსაფრთხოებისა და ინოვაციური ზრდის ინტერესებში“

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის თავმჯდომარეობა რუსეთის ხელში გადავა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაერთიანების პლენარულ სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს ბრაზილიაში ჩატარდა.

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin
BRICS–ის სამიტზე

BRICS-ის სამიტი ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეთაურთა მონაწილეობით ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს. სამიტის ფარგლებში ჩატარდება BRICS-ის ბიზნესფორუმის ღონისძიებები და უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

 „რუსეთის თავმჯდომარეობისას გაერთიანების დევიზი იქნება „BRICS-ის პარტნიორობა გლობალური სტაბილურობის, საერთო უსაფრთხოებისა და ინოვაციური ზრდის ინტერესებში“. გეგმაში გვაქვს სხვადასხვა დონის 150-მდე ღონისძიების ჩატარება, მთავარი მოვლენის - სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი BRICS-ის სამიტის გარდა, გაიმართება მრავალი შეხვედრა, ფორუმი და სხდომა ჩელაბინსკსა და რუსეთის სხვა ქალაქებში“, - განაცხადა პუტინმა.

მისი სიტყვებით, რუსეთი BRICS-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2020-2021 წლებში გააფართოებს საგარეო პოლიტიკურ კოორდინაციას საერთაშორისო მოედნებზე.

 „რასაკვირველია, რუსეთის თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის გაფართოებას საკვანძო საერთაშორისო მოედნებზე. უპირველეს ყოვლისა, გაეროში, სადაც BRICS-ის ქვეყნებს ერთობლივად მოქმედების მართლაც კარგი გამოცდილება დაუგროვდათ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, BRICS-ის ქვეყნებს საერთო პოზიციები აქვთ „ძირითადი დღის წესრიგის საკითხთა ფართო წრესთან დაკავშირებით: ესაა მშვიდობისმყოფელობაც, ტერორისტულ საფრთხესთან, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაც“.

 „უცვლელად ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ინიციატივებს, ვცდილობთ, შეთანხმებულად დავუჭიროთ მხარი უმნიშვნელოვანეს რეზოლუციებს. თუმცა BRICS-ის სახელმწიფოებმა უფრო მეტი ინიციატივით უნდა იკისრონ ლიდერის როლი. ჩვენ უფრო აქტიურად და უწყვეტი რეჟიმით უნდა წავწიოთ წინ პოზიტიური საერთაშორისო დღის წესრიგი და გარშემო შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები საკვანძო გლობალური და რეგიონული პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად“, - დასძინა პუტინმა.

48
თემები:
რუსეთი დღეს (280)