ბურჯანაძე: ჩვენ ყველა მოგვატყუეს!

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის გარეშე ნორმალურ განვითარებას ვერ შეძლებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სამარცხვინო უწოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ხუთშაბათს საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩააგდო.

ბიძინა ივანიშვილ - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში – ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარები აუჯანყდნენ?

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა დღეს კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა ნაცვლად საჭირო 113-სა. მაჟორიტარი დეპუტატები წინააღმდეგი წავიდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, ყოველივე ეს ხელისუფლებამ და პირადად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმეს.

„დღეს ჩვენ ყველა მოგვატყუეს! ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების" იმ დეპუტატებმა, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს, პირველ რიგში მოატყუეს ქართველი ხალხი, ქვეყნის მოსახლეობა, ყველა პოლიტიკური პარტია და საკუთარი გუნდის წევრებიც კი, რითიც მძიმე პოლიტიკური და სახელმწიფო კრიზისი შექმნეს", – განაცხადა ბურჯანაძემ ხუთშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

როგორც მან დასძინა, მისი პარტია საპროტესტო მოძრაობას შეუერთდება, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

„ჩვენ ყველა კონსტიტუციური მეთოდით ვიბრძოლებთ, რათა მივიღოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რათა ქვეყანა აღარ იყოს ამა თუ იმ პირის ან რომელიმე გუნდის ექსკლუზიური საკუთრება, რათა ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს. ჩვენ, ყველა პარტიის ლიდერი შევიკრიბებით და ჩვენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავივლით", – განაცხადა ბურჯანაძემ.

შექმნილი რეალობის ფონზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები სამომავლო მოქმედების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0