რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და ლევან ვასაძე

© Sputnik / Vladimir Umikashviliლევან ვასაძე
ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმავს თუ არა მილიონერი „რაინდი“ ლევან ვასაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" ახალი პოლიტიკური პროცესების ინსპირატორი ხდება. პოლიტიკურ სარბიელზე კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სერიოზული პოლიტიკური განცხადებებით გამოჩნდა ქართველი მილიონერი ლევან ვასაძე, რომელიც საზოგადოების ინერტულობისა და ხელისუფლების ინდიფერენტულობის გამო გაბრაზებულია.

მართალია, დიპლომატიისა არა ეცხო რა, მაგრამ მან ორი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. რაინდი ვასაძე შეძრულია იმით, რომ ფილმის პრეზენტაციის გასაპროტესტებლად ქართველთა დიდი ნაწილი ვერ იხილა. მეორეს მხრივ კი მან ბიძინა ივანიშვილს შეახსენა, ხომ გახსოვს, ჩემთან სახლში რომ მოხვედი და რაღაც მთხოვეო... ამასთან, მეორე დღესვე განმარტა ჟურნალისტებთან, ნაწილ-ნაწილ რომ ამკუწოთ, მაინც არ ვიტყვი, რაზე ვისაუბრეთ მე და ივანიშვილმაო.

ხმები რაინდისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ჯერ კიდევ მარტიდან ვრცელდებოდა. როგორც ირკვევა, მათ შორის მიმოსვლას ინტენსიური ხასიათი ჰქონია და, როგორც მასმედია ამტკიცებს, ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ომბუდსმენის „შეთქმულება“ სასამართლო კლანის წინააღმდეგ?

რატომ ახლა, რა ფორმით და რა შანსები აქვს ლევან ვასაძეს ქართულ პოლიტიკაში?

სინამდვილეში ეს საკმაოდ კარგი გათვლაა, რადგან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში მაინც ახალი სახეა, რომლის მიმართაც ნაკლები პრეტენზიები არსებობს. მასთან ასოცირდებიან დიმიტრი ლორთქიფანიძე და სანდრო ბრეგაძე, რომელთაც, ბევრი თუ მცირე, მაგრამ მყარი ელექტორატი ჰყავთ, და თუ სათანადო დაფინანსებაც ექნებათ, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში ერთი ფრაქციის თუ არა, რამდენიმე ადამიანის გაყვანას მაინც შეძლებენ პარლამენტში.

მასმედიაში გამოჟონილი ინფორმაციით, რომ არა 20 ივნისის მოვლენები, ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისათვის ემზადებოდა და ლევან ვასაძეს უნდა მოეთხოვა სწორედ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საეკლესიო სკანდალი - სერიოზული გამოწვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ეს სცენარი შეცვალა და, ყველა გათვლით, დიდი ალბათობით, არჩევნები დროულად ჩატარდება, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. დღეს გაირკვევა, აპირებს თუ არა ხელისუფლება რეალურად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

პარლამენტში ვასაძე საკმაოდ მოხერხებული პარტნიორი უნდა გამხდარიყო „ქართული ოცნებისთვის“. თუმცა რეალურად ის ხმებს არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „პატრიოტებს“ წაართმევს, რადგან სწორედ მისი ელექტორატის ინტერესებს ახმოვანებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებასა და მრევლში დიდია ჩოხის პატივისმცემელთა და წარსულზე მონანულთა ოდენობა, გარეთ 21-ე საუკუნეა. ადამიანები მთვარესა და მარსზე მოგზაურობაზე ფიქრობენ და ამ ფონზე ადამიანების მუდმივად იმით დაშანტაჟება, რომ ქართველობას გვართმევენ, უკვე არასერიოზულია.

არასერიოზულია საშუალო დონის მხატვრული ფილმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც, რომლითაც მხოლოდ ფილმის პოპულარიზაცია და მის მიმართ ინტერესის ზრდა ხდება. სინამდვილეში ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საეკლესიო პირების მხრიდან რაც სექსის შესახებ გვესმის საუბარი, ასეთი აქტიური ცხოვრება თვით ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც შეშურდებოდათ...

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახი კალაძე – „ქართული ოცნების“ კონკურენტი თუ მაშველი რგოლი?

პრაგმატული ამომრჩეველი იკითხავს, როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ფასების ზრდის შეჩერებას, მოშიმშილე ბავშვების პრობლემების მოგვარებას, მცოცავი ოკუპაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერებას...

იმედია, 2020-ში სწორედ ასეთი პრაგმატული ამომრჩეველი იქნება უმრავლესობაში. სხვა შემთხვევაში დეპუტატ კახა ოქრიაშვილის წინასწარმეტყველება რეალობად იქცევა და ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირების არენად იქცევა.

ყველა ახალი ამბავი
0