ბახტაძე: საქართველოსთვის განათლება – ეროვნული იდეაა

© photo: Mamuka Bakhtadze / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა მიხეილ ბატიაშვილის დამსახურებებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. განათლება – ეროვნული იდეაა, რომელიც საქართველოს XXI საუკუნეში არსებული გამოწვევების გადალახვაში დაეხმარება, დაწერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ასე გამოეხმაურა ექს-პრემიერი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ქვეყნის სამი მთავარი პრობლემა დაასახელა

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი. მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში", – დაწერა ბახტაძემ.

მან აღნიშნა, რომ ბატიაშვილის მინისტრობის დროს წარმატებები იყო კულტურის, სპორტისა და მეცნიერების მიმართულებებში. ყოფილმა პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს მიერთება EURAXESS-ის ერთიან სამეცნიერო სივრცესთან, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გადადგა>>

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხი წელი გაგრძელდება და მისი მიზანია საქართველოს კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა.

ყველა ახალი ამბავი
0