ეკა ბესელია

ბესელია პარლამენტარ კოლეგებს „სიურპრიზს“ უმზადებს

133
(განახლებულია 10:50 08.11.2019)
პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოუწოდა მოსახლეობას დაიწყოს ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყვნენ საიმედო, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სკანდალით დატოვა, სასამართლო რეფორმით უკმაყოფილების გამო საპროტესტო აქციას გეგმავს.

ვინ ვისთან ერთიანდება და ვის აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი >>

პარლამენტში დასასრულს უახლოვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენის პროცესი. სექტემბრის დასაწყისში საკანონმდებლო ორგანოში 20-კაციანი სია შეიტანეს. დეპუტატები მათთან რიგრიგობით შეხვედრებს მართავენ. ბოლო კანდიდატთან შეხვედრა პარასკევს გაიმართება, რის შემდეგაც დაინიშნება კენჭისყრის თარიღი.

„მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენ ხელში“, - განაცხადა ბესელიამ.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობაა. ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე მაშინ, როდესაც სულ მცირე 28 მოსამართლე უნდა იყოს. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ამ ფონზე ბესელიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეში იდგა და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ეკა ბესელიას პროკურატურაში ელოდებიან: რომელ ყოფილ თანაპარტიელს „გაწირავს" დეპუტატი? >>

უთანხმოების მიზეზი გახდა მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია. ამ სიაში შეყვანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები შეიმუშავა, ურთიერთობები ყოფილ თანამოაზრეებს შორის კიდევ უფრო გაუარესდა. ბესელიამ და მისმა მხარდამჭერმა ჯგუფმა იუსტიციის უმაღლეს საბჭო დაადანაშაულეს იმაში, რომ შერჩევისა და გამჭვირვალობის ახალი წესების პირობებშიც კი მან ფსონი მოსამართლის წოდებისთვის უღირს კანდიდატებზე გააკეთა.

„ამ 20-კაციან სიაში 15 არის ის მოსამართლე, რომლებიც სწორედ იმ რეჟიმს აძლიერებდნენ და იმ უსამართლობას ქმნიდნენ. ის ათკაციანი სია შევაჩერეთ. მაშინ ეს მოხდა გარე დიდი საპროტესტო აქციების თუ გარე დიდი წნეხის გარეშე, თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა. მოსამართლეების 20-კაციანი სიის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რომ ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატმა თავის თანამოაზრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაიწყონ კონსულტაციები პროტესტის ფორმის შესახებ, რომელიც არჩევნების დღეს ყველაზე შესაფერისი და მისაღები იქნებოდა.

ანა დოლიძემ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა >>

ბესელიას შემდეგ „ქართული ოცნება" დატოვეს დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა, ლევან კობერიძემ და მირიან წიკლაურმა. შედეგად კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მაგრამ, როგორც ამას პარტიის ლიდერები აცხადებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ უკვე აღარ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის მთავარი კანონი უკვე განახლებულია.

133
თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)
საარჩევნო ყუთი

არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი

8
(განახლებულია 15:53 03.06.2020)
საქართველოს ხელისუფლება სპეციალურ წესებზე მუშაობს, რათა არჩევნების დღემ კორონავირუსის აფეთქების პროვოცირება არ მოახდინოს

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს სპეციალური წესები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას არ დაუშვებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს კორონავირუსის ანდემიის ფონზე ჩატარდება. შემოდგომაზე ქართველი ეპიდემიოლოგები COVID-19–ი მეორე ტალღას პროგნოზირებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საყოველთაო განხილვა ხუთშაბათს დაიწყება>>

„აუცილებლად იქნება მიღებული ზომები იმისთვის რომ არჩევნები, მათ შორის არჩევნების დღე, არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. საუბარია, რა თქმა უნდა, შესაბამის ეკიპირებაზე, პირბადეებზე, იმაზე, რომ დამატებითი ცნობები იქნება მიღებული ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის განმარტებით, წესების ნაწილი საარჩევნო კოდექსში მოხვდება, თუმცა, საჭირო იქნება კონსულტაციები ოპოზიციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

„რაც შეეხება თერმოსკრინინგს, შეიძლება ეს ჩატარდეს, მაგრამ აქ არის თავისი რისკები... კერძოდ, თერმოსკრინინგმა შეიძლება იქონიოს ამომრჩევლის დაფრთხობის ეფექტი. შეიძლება მოვიდეს ამომრჩეველი და როცა აღმოაჩნდება ტემპერატურა, გავიდეს საარჩევნო უბნიდან და ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ყველა დეტალი, იქნება ეს თერმოსკრინინგი, პირბადე თუ ა. შ. იქნება აწონ-დაწონილი როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე, პოლიტიკური და საარჩევნო კუთხითაც. აქედან გამომდინარე არც ერთი ისეთი წესი არ დადგინდება, რომელიც რაიმე ფორმით დააბრკოლებს ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში არ არის ჩანაწერი, რომ კორონავირუსით დაავადებულს კენჭისყრაშში მონაწილეობა არ შეუძლია.

„უნდა გამოიძებნოს ისეთი სამართლიანი და ობიექტური მექანიზმი, რომელიც ყველა მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს ინფიცირებული ან ავად, შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“,– განაცხადა რომან გოცირიძემ.

წინასწარი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები, დამკვირვებლები და კომისიის წევრები უნდა იყვნენ პირბადეებით და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოს პრეზიდენტი: პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის>>

თუმცა, საქართველოში არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე, როგორც წესი, სულ ცოტა შვიდი ადამიანი იმყოფება – კომისიის წევრები, დამკვირვებლები პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები, ასევე, თავად ამომრჩევლები.

ამგვარად, დაახლოებით საკლასო ოთახის ზომის ოთახში 20–დან 50–მდე ადამიანი იმყოფება. ამასთან, აუცილებელია დამკვირვებლებისა და პრესის ყოფნა, რათა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტს ვადას სთხოვს: ვის და რას უფრთხის მინისტრი

34
(განახლებულია 14:53 03.06.2020)
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში არ დააკონკრეტა თუ რატომ მოითხოვა დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ სხდომის გადადება

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დამოუკიდებელ დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან კობერიძეს  საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადატანის თხოვნით მიმართა.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით, მინისტრი  3 ივნისს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

 „პირადად მე და სამინისტროს გუნდი მთლიანად ვაფასებთ  კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ეპიდემიის გამოწვევებისადმი ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის საკითხებში. მაგრამ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ვთხოვთ სხდომის ივნისის ბოლო კვირისთვის გადატანას“, – ნათქვამია პარლამენტისთვის გაგზავნის მინისტრის წერილში.

ასევე, ტიკარაძემ პასუხი გასცა იმ კითხვების ნაწილს, რომელიც წერილობით ფორმით მას გაეგზავნა. ისინი ძირითადად ეხება პანდემიის პერიოდში გეგმურ სამედიცინო სერვისებს, ჰოსპიტალურ სერვისებზე ტარიფებს, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ აგენტებსა და ა.შ.

მინისტრის პარლამენტში დაბარების ერთ–ერთმა ინიციატორმა – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკატერინე ტიკარაძე საკომიტეტო მოსმენაზე არ გამოცხადდება, იგი კანონს დაარღვევს.

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს: მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოცმუშაკების გათავისუფლებას და 520–ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში  ტარიფების ერთიანი სისტემა დგინდება.

34
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე მამა გახდება - როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

0
(განახლებულია 16:58 03.06.2020)
ტელეწამყვანის ოჯახში მატებაა. ყველასათვის ცნობილ ტელესახეს სულ რამდენიმე თვეში პატარა სიხარული გაუჩნდება. ნიკოლოზ წულუკიძე მამა მეორედ გახდება. როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანი ქალიშვილის იუბულეზე სასიხარულო ამბავი გაასაჯაროვა. სესილი წულუკიძეს 6 წელი შეუსრულდა. ნიკოლოზმა გოგონას იზოლაციის პირობებში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. ვარდისფერ ფერებში მოწყობილი ეზო და ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გოგონა ბედნიერებას ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ქართული ტელესივრცისთვის  უპრეცედენტო გადაცემის წამყვანობას შეუდგა, შვილის დაბადების დღეზე დასწრება მოახერხა. „ავტოგრაფი“ ტელეეკრანებზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ცნობილ ქართველებზე გადაღებულმა გადაცემამ ნიკოლოზის მიერ გადმოცემული აქამდე უცნობი ისტორიების დამსახურებით მაღალი რეიტინგი აქვს.

ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თეატრმცოდნე ლეგენდარული  მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენითაა მონუსხული. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე გადაცემის წამყვანობას სხვადასხვა თემატიკით ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.

პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს, როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად. თუმცა, პანდემიის გამო, ის სახლში მაინც არ იმყოფება. უამრავი ქართველი ვარსკვლავი სამსახურს დროებით დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნიკოლოზ წულუკიძეს არ ეხება. ქალიშვილის დაბადების დღე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად აღნიშნა. „სესილიას იზოლირებული დაბადების დღე“,- დაწერა ნიკოლოზმა ოფიციალურ გვერდზე.

სესილი წულუკიძის 6 წლის იუბილეზე ფეხმძიმე დედის წამოზრდილი მუცელი კარგად ჩანს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის ელოდება წყვილი, მაგრამ ნიკოლოზის განსაკუთრებული მზრუნველობა ფოტოებზეც კი კარგად აისახა. როდესაც სესილი 3 წლის იყო, ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მამობამ ძალიან შეცვალა. მისთვის ყველაზე პრიორიტეტული შვილია. ახლა კი, შვილები.

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არ განიხილავდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება