ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე: შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა

66
(განახლებულია 17:10 03.11.2019)
მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს, შეწყალების წინ წაიკითხავდა იმ ადამიანების საქმეებს, რომელსაც იწყალებდა, ის არ დაუშვებდა ამ შეცდომებს, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას.

ზურაბიშვილი: ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები >>

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, გიორგობაზე, 23 ნოემბერს შეიწყალებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყვეს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა.

„შეწყალებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი. არავითარი ცვლილება არც დებულებაში და არც კანონში საჭირო არ იყო, ყველაფერი იყო გაწერილი. პრობლემაც არ იქნებოდა. ვერ გეტყვით, რას იზამს ამ შემთხვევაში, საერთოდ ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის ეთერში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე 31 ოქტომბერს განიხილეს მამალაძის საკითხი და შემდეგი გადაწყვიტეს: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

რამდენიმე  დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეწყალების წესის შესახებ" ბრძანებულების პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გააცნო.

 

66
ალეკო ელისაშვილი

„ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს“ ელისაშვილი

6
(განახლებულია 15:07 25.02.2021)
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით ციხეში არავინ უნდა იჯდეს და ამ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა მოლაპარაკებების გაჭიანურება სამარცხვინოდ მიაჩნია.

სანქციები და პროტესტი: ოპოზიციამ თავისი გეგმების შესახებ განაცხადა>>

ოპოზიციამ ქუჩის საპროეტსტო აქციები „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებიდან მალევე დააანონსა. ოპოზიციის გეგმებშია მასობრივი აქცია–მსვლელობის გამართვა პარასკევს.

მელია პარტიის ოფისში სამშაბათ დილით დააკავეს. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ამდენი ხანია არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები, ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ... დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არა და არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

„უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ნიკა მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

6
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
თბილისის სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა ეწურება

42
(განახლებულია 12:39 25.02.2021)
„ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას უფლებადამცველებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სარჩელის დასაშვებობის საკითხს დააკმაყოფილებს.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა.

ნიკა მელიას ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა დღეს იწურება. 

საძაგლიშვილის განმარტებით, თუ  მეორე ინსტანციის სასამართლო მელიას საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, ის უზენაეს სასამართლოში აღარ საჩივრდება, თუმცა, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს შეეძლება, აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვოს.

„ჩვენ ვიცით, რომ ნიკა მელიას საქმეზე ყველა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან მიიღება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს,  საზოგადოება ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რაც სერიოზული პრობლემა იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა. 

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება უფლებადამცველებმა უკვე გაასაჩივრეს. ადვოკატებმა შუამდგომლობა შეიტანეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც ითვალისწინებს უწყების მხრიდან საკონსიტუტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც ამავე დროს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.

მელიამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პოლიტიკური პროცესებისგან მისი იზოლირების მცდელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

 

42