ეკატერინე ტიკარაძე

დასახელდა ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოსვლის თარიღი

32
(განახლებულია 11:10 02.11.2019)
მინისტრი უნდა გამოსულიყო დეპუტატების წინაშე ამ კვირაში, მაგრამ ბიუროს გადაწყვეტილებით თარიღი გადაიტანეს

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიო დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, მინისტრის საათის ფორმატში 15 ნოემბერს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას მიმდინარე წლის ივნისიდან იკავებს. აგვისტოში მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებების შემდეგ მან პოსტი შეინარჩუნა. მაშინ მამუკა ბახტაძე გადადგა, ხოლო პრემიერ-მინისტრის ვაკანტური ადგილი გიორგი გახარიამ დაიკავა.

ეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ტიკარაძის პარლამენტში პირველი გამოსვლა გახდება. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა დავით სერგეენკო, რომელმაც ამ თანამდებობაზე ექვს ნახევარი წელი იმუშავა. ტიკარაძემ მან ჯანდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელების შესახებ განაცხადა.

ტიკარაძე უნდა გამოსულიყო დეპუტატების წინაშე ამ კვირაში, მაგრამ ბიუროს გადაწყვეტილებით თარიღი გადაიტანეს.

ტიკარაძე ბოლო დრომდე საჩხერის სამკურნალო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი იყო. თავის დროზე სწორედ სერგეენკომ წარუდგინა ის საავადმყოფოს თანამშრომლებს როგორც ახალი დირექტორი. 2009 წლიდან ტიკარაძე მოწვეული კონსულტანტი იყო. მანამდე ის სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

32
თემები:
საქართველოს მთავრობა (44)