გახარია: საქართველო თურქეთთან საქონელბრუნვის გაორმაგებას გეგმავს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
გიორგი გახარია და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანკარაში განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ლოგისტიკის კუთხით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელება

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. უახლოეს მომავალში ანკარაში გაიმართება საქართველოს და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა - გადაწყვეტილება მიღებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვერაზე, ნათქვამია საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გავრხელებულ განცხადებაში.

გახარია თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ანკარაში ის უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი საქართველოს ეწვევა

მოლაპარაკებების შდეგად გადაწყდა, რომ ნოემბერში მინისტრების დონეზე ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ღონისძიება ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას.

„საქართველოს თურქეთთან აკავშირებს განსაკუთრებული, მჭიდრო, მოძმე ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გადავიდეს ახალ, უფრო ეფექტურ ეტაპზე... თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, და უახლოეს წლებში ჩვენ შეგვიძლია გავაორმაგოთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა“, - განაცხადა გახარიამ.

შეხვედრაზე განხილვის საგანი გახდა ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელება. მხარეებმა ასევე ტურიზმისა და კულტურის სექტორში მიმდინარე და მომავალი პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომელშიც უდიდეს როლს თამაშობს როგორც თურქეთი, ისე საქართველო.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანის, ელმარ მამედიაროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს მეშვიდე შეხვედრა - Sputnik საქართველო
ზალკალიანის, მამედიაროვისა და ჩავუშოღლუს შეხვედრა თბილისში გადაიდო

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში, და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2019 წლის დასაწყისიდან პირველ ადგილს იკავებს. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,8%-ით გაიზარდა.

თურქეთიდან ამ პერიოდში შემოტანილია 19,7 ათასი ტონა შავი ლითონის მეტალოკონსტრუქცია, დაახლოებით 6,1 ათასი ტონა იზოლირებული სადენები და კაბელები, ათას ტონაზე მეტი სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 39,1 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 2031 მსუბუქი აბტომობილი და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0