ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ეს არის ქვეყნის, ხალხის, ერისა და სარწმუნოების წარმოუდგენელი ღალატი

183
(განახლებულია 22:58 31.10.2019)
დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მამა პეტრეს მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელი იყო მთელი ერისათვის.

ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე გადაყენებული მღვდელმთავრისგან, არის შეურაცხმყოფელი მთელი ერისთვის და მას ღმერთი განსჯის, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც საზოგადოების განსჯა არ უნდა მოაკლდეს მას, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განვითარებულ მოვლენებზე.

დღეს, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია „პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი".

ბურჯანაძის განცხადებით, დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს, არამედ თითოეულ მორწმუნეს.

„ამ ადამიანმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ თაობებს, მთელ მრევლს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავი მართლა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილად მიაჩნია. ასეთი რამის პატიება არის წარმოუდგენელი და მე ვთვლი, რომ ამას სასტიკი, თუმცა სამართლიანი რეაგირება უნდა მოჰყვეს როგორც საზოგადოების, ასევე საპატრიარქოს მხრიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საპატრიარქომ დააგვიანა რეაგირება ყველაფერ იმაზე, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდებოდა საპატრიარქოში და მის ირგვლივ.

183
საქართველოსა და სომხეთის დროშები

საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა

53
(განახლებულია 18:32 28.05.2020)
სომხეთი დღეს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს და ამ მილოცვებს საქართველოც უერთდება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომეხ ხალხს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავს ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავთ სომხეთის მთელ მოსახლეობას 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლისთავს. ამ ძალზე მნიშვნელოვან დღეს საქართველო უსურვებს კეთილდღეობასა და წარმატებას ჩვენს კარგ მეზობელ ქვეყანას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისალოც გზავნილში, რომელიც Twitter-შია გამოქვეყნებული.

სომხეთში 28 მაისს სარდარაპატის ბრძოლის დღეც აღინიშნება.

წელს სარდარაპატის ბრძოლის დღე ხალხმრავლობის გარეშე აღინიშნება. კორონავირუსის საფრთხის გამო პოლიციამ სარდარაპატი გადაკეტა როგორც ავტომობლების, ისე ადამიანებისთვის. ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობა მხოლოდ ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

53
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

42
(განახლებულია 17:59 28.05.2020)
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს, საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებით განათდება.

როგორც „პირველი არხი“ იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15-წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

42
ახალშობილისა და დედის ხელები

იშვიათი ანომალია: დაიბადა ბავშვი ორი პირითა და ორი ენით

0
(განახლებულია 11:03 29.05.2020)
ნაყოფის განვითარებაში გადახრა ჯერ კიდევ ორსულობის მესამე ტრიმესტრში დაფიქსირდა, თუმცა ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს თანდაყოლილი კისტა ან ფიბროზული დისპლოზია უნდა ყოფილიყო

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. აშშ–ში დაიბადა გოგონა, რომელსაც ორი პირი და ასევე ორი ენა ჰქონდა. მედიკოსებმა შემთხვევა აღწერეს ნაშრომში, რომელიც ჟურნალ BMJ Case Reports–შია გამოქვეყნებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფის განვითარებაში გადახრა ჯერ კიდევ ორსულობის მესამე ტრიმესტრში დააფიქსირეს. ულტრაბგერითმა კვლევამ ანომალიური მასა გამოავლინა ნაყოფის ყბის მარჯვენა მხარეს, მაგრამ ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს თანდაყოლილი კისტა ან ფიბროზული დისპლოზია უნდა ყოფილიყო.

ბავშვის დაბადების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პატარას მეორე პირი ჰქონდა მინიატურული ყბით, ენითა და ამოუჭრელი კბილებით. ამასთან, მეორე ენა ძირითადის მოძრაობებს იმეორებდა.

ექვსი თვის შემდეგ გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და რუდიმენტი მოკვეთეს.

​ექიმების თქმით, მიუხედავად იშვიათი პათოლოგიისა, ბავშვს სხვა გადახრები ჯანმრთელობაში არ აღენიშნება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს