პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

გახარია: ეს არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

259
(განახლებულია 19:58 31.10.2019)
დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლო და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

გიორგი გახარიამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

„საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია „პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

259
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას თავისი მომხრეები წარუდგინა

„ლელომ“ საპარლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატები წარადგინა

30
(განახლებულია 11:06 13.08.2020)
პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც, სადაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთმანდატიან ოლქებში თავისი კანდიდატები წარმოადგინა.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

მიუხედავად საკუთარი შეხედულებებისა, „ლელო საქართველოსთვის“ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ მონაწილეობს. მან საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვიტა.

„ლელოს” პირველივე დღიდან ჰქონდა გაცხადებული, რომ შევდივართ ბრძოლაში დამოუკიდებლად, არჩევნებში შევდივართ დამოუკიდებლად. არასდროს არ მიგვიღია მონაწილეობა ადგილების განაწილებაში და შესაბამისად, დავაყენეთ ყველა ოლქში. არ ვყოფილვართ მოლაპარაკების მხარე და დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, სადაც ოპოზიციის უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა.

„ლელოში“ მატებაა: პარლამენტის დეპუტატმა პარტია გამოიცვალა>>

პარტიის კანდიდატების სიაში უმრავლესობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ნაცნობებიც გვხვდებიან. მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე, იურისტები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკოსი ლევან სამუშია.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატები თბილისში:

  • საბურთალო – ბადრი ჯაფრიძე
  • გლდანი – გიგლა მიქაუტაძე
  • სამგორი – ფიქრია ჩიხრაძე
  • ვაკე – ლევან კობერიძე
  • მთაწმინდა–კრწანისი – საბა ბუაძე
  • დიდუბე–ჩუღურეთი – ლევან სამუშია
  • ნაძალადევი – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
  • ისანი – ლანა გალდავა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის. მას წინ უსწრებს „ქართული ოცნება“. ნახევარ წელიწადში პარტიის შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა მილიონ ლარს.

30
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცესკო

საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებული პარტიების რაოდენობა იზრდება

60
(განახლებულია 08:44 13.08.2020)
რეგისტრაციაზე განაცხადი 68 პარტიამ შეიტანა. ამ დროისთვის რეგისტრაცია გაიარა 44–მა პარტიამ, ხოლო ათს უარი განუცხადეს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბოლო კვირაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კიდევ სამი პარტია დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში საპარალემტნო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

საქართველოს ცესკოს მონაცემებით, 12 აგვისტოს საღამოსთვის რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „რეფორმერი“ და „მარცხენა ალიანსი“.

ცესკო არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს 15 ივლისამდე იღებდა. რეგისტრაციაზე განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. ამ დროისთვის რეგისტრაცია გავლილი აქვს 44 პარტიას, ხოლო ათს უარი უთხრეს.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენი პარტიები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

ამ დროისთვის დარეგისტრირებული პარტიები:

  1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – ლიდერი მიხეილ სულუაშვილი;   
  2. „სოციალური სამართლიანობისთვის“ – ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
  3. „საქართველო“ – ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
  4. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – ლიდერი ჯონდო ჯავახიშვილი;
  5. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – ლიდერი იაგო ხვიჩია;
  6. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ლიდერი გია ბერძენიძე; 
  7. „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ – ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა;
  8. „ახალი ქრისტიან–დემოკრატები“ – ლიდერი ნიკოლოზ ჯოგლიძე;
  9. „ევროპელი დემოკრატები“ – ლიდერი პაატა დავითაია;
  10. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ლიდერი ხათუნა ქოიავა;
  11. „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ლიდერი გიორგი ვაშაძე;
  12. „ლელო საქართველოსთვის“ – ლიდერი მამუკა ხაზარაძე;
  13. „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა" – ლიდერი ნინო ბურჯანაძე;
  14. „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე;
  15. „სახელმწიფო ხალხისთვის" – ლიდერი ნიკა მაჭუტაძე;
  16. „თავისუფალი დემოკრატები" – ლიდერი შალვა შავგულიძე;
  17. „ნაციონალურ–დემოკრატიული პარტია" – ლიდერი ბაჩუკი ქარდავა;
  18. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
  19. „თავისუფალი საქართველო" – ლიდერი კახა კუკავა;
  20. „ქრისტიან–კონსერვატორული პარტია " – ლიდერი შოთა მალაშხია;
  21. „გამარჯვებული საქართველო" – ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
  22. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა" – ლიდერი გაიოზ მამალაძე;
  23. „ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
  24. „მწვანეთა პარტია" – ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე;
  25. „კანონი და სამართლიანობა" – ლიდერი თაკო ჩარკვიანი;
  26. „რეფორმატორები" – ლიდერი დავით მიროტაძე;
  27. „პროგრესი და თავისუფლება" – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
  28. „მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო" – ლიდერი გრიგოლ სოხაძე;
  29. „კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია" – ლიდერი ირაკლი კობრავა;
  30. „სახალხო მოძრაობა – ქრისტიან–დემოკრატები" – ლიდერი ანა რეხვიაშვილი;
  31. „ქართული ფესვები" – ლიდერი თენგიზ ოქროფილაშვილი;
  32. „სოციალ–დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის“ – ლიდერი გია ჟორჟოლიანი;
  33. „მომავალი საქართველო" – ლიდერი გიორგი ლაღიძე;
  34. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო" – ლიდერი ისაკი გიორგაძე;
  35. „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – ლიდერი თამაზ მეჭიაური;
  36. „ახალი ძალა“ – ლიდერი ლაზარე ზაქარიძე;
  37. არჩევანი საქართველოსთვის“ – ლიდერი ლელა გულედანი;
  38. ევროატლანტიკური ვექტორი“ – ლიდერი სერგო ჯავახიძე;
  39. „შეცვალე საქართველო“ – ლიდერი გიორგი გაგნიძე
  40. „ტრიბუნა“ – ლიდერი დავით ჭიჭინაძე;
  41. „ქართული არჩევანი“ – ლიდერი ბეჟან გუნავა;
  42. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – ლიდერი ალეკო ელისაშვილი;
  43. „რეფორმერი“ – ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი;
  44. „მარცხენა ალიანსი“– ლიდერი იოსებ შატბერაშვილი.
60
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პრემიერი გიორგი გახარია

სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

0
(განახლებულია 11:31 13.08.2020)
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს მოწყვიტა

თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის კაპიტალურ, სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩაინგრა  ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრა  და  სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

„დღეის მონაცემებით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ისე - ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოსაყოფად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

0