შესწორებებს მსვლელობა მიეცა – საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები სხდომათა დარბაზში
დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების ორი ვარიანტი განიხილა.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით შესწორებების ორი ვარიანტი განიხილა – ერთი ოპოზიციის ზეწოლით მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" შეიმუშავა, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც აუცილებელი 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

„ქართული ოცნების" პროექტი

„ქართული ოცნების" კანონპროექტი დამუშავდა საჯარო განხილვების შედეგების მიხედვით. განხილვები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში და ვინ დატოვებს პარლამენტს ვადაზე ადრე

„არის მთელი რიგი საკითხები, სადაც მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ იმ პრინციპების ერთგული ვრჩებით, როგორც დავაინიცირეთ აღნიშნული პროექტი. ძირითადი არსი იგივე რჩება, თუმცა განხილვების შედეგად გამოთქმული მოსაზრებების, მათ შორის, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნების შედეგად გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი პროექტში", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ამ კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პარტიებს და არ იქნება არანაირი ბლოკები. ამასთან, თითოეულმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს ამომრჩევლის მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერა ნაცვლად 25 ათასისა.

ამ მოთხოვნისგან თავისუფლდებიან პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში და შეძლეს სულ ცოტა 15 ათასი ხმის მიღება.

ქართული პოლიტიკის „ბრძოლა წესების გარეშე“, ანუ ვინ დაითვლის წიწილებს 2020-ის შემოდგომაზე>>

ეს შეღავათები ეხება ასევე პარტიებს, რომელთა კანდიდატებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სულ ცოტა 15 ათასი ხმა მიიღეს.

სადეპუტატო მანდატების განაწილება არჩევნების შედეგად შემდეგი ფორმულით არის შემოთავაზებული: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე (დეპუტატების რაოდენობა საქართველოს პარლამენტში) და იყოფა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის საერთო რაოდენობაზე.

საინიციატივო ჯგუფის პროექტი

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ შეიტანა, ასევე ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაგრამ 3%-იანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების მონაწილეობით.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა, ანუ როგორ გეგმავს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას

კაციტაძის განცხადებით, შეთავაზებული საარჩევნო ბარიერი შეამცირებს ამომრჩევლების ხმების მოსალოდნელ დანაკარგს და პარტიების დიდ რაოდენობას პარლამენტში მოხვედრის საშუალებას მაინც მისცემს, რაც მრავალპარტიულ დემოკრატიას უზრუნველყოფს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ასე რომ, მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ განიხილავენ.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, პარლამენტში 73 დეპუტატს ირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენები კი პარტიული სიებით გადიან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. 2019 წლის გაზაფხულზე პარტია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, ამდენად, მმართველ პარტიას ახლა მხოლოდ ჩვეულებრივი უმრავლესობა აქვს.

საპარლამენტო არჩევნები 2020: გამოცხადდა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ვადები>>

ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც აღიარებენ, რომ არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების პირობებში პარლამენტში უმრავლესობის მიღების შანსი ძალზე მცირეა, ამიტომ ყველა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების სცენარისთვის ემზადება.

ყველა ახალი ამბავი
0