არჩილ თალაკვაძე და მარინა კარობიო გუშეტი

თბილისში შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

80
(განახლებულია 18:41 28.10.2019)
თბილისში შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ოფიციალური პირები, მათ შორის, საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და შვეიცარიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა არჩილ თალაკვაძემ და მარინა კარობიო გუშეტმა, ასევე საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა თბილისში შვეიცარიის დიპწარმომადგენლობის ახალი შენობა გახსნეს.

საელჩოს ახალი შენობის გახსნას თალაკვაძემ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ახალი ნაბიჯი უწოდა. თავის მხრივ, კარობიო გუშეტმა შვეიცარიის სახელით საქართველოს მხარდაჭერა და სამომავლო ურთიერთობებში მზადყოფნა გამოუცხადა.

საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ევგენი კონიშევი.

„ვულოცავ შვეიცარიელ კოლეგებს ახალი შენობის გახსნას... ყველასთვის ცნობილია, რომ შვეიცარია წარმოადგენს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, ისევე როგორც მოსკოვში საქართველოს ინტერესებს. შვეიცარული მხარე ჩვენი პრობლემების, მათ შორის ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაჭრაში კონკრეტულ დახმარებას გვიწევს. პატრიკ ფრანცენი ჩვენი კოლექტივის ცხოვრებაში პირადად იღებს ეფექტურ მონაწილეობას", - აღნიშნა კონიშევმა.

2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ შვეიცარია ქვეყნებს შორის შუამავლის როლს თამაშობს. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

80
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)