მეუფე იაკობის სკანდალურმა განცხადებამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ბრალდებებს უპასუხეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მთავრობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადაყენებას გეგმავდნენ, ხელისუფლებამ სისულელე უწოდა, ხოლო ოპოზიციამ – საფუძველი გამოძიების დასაწყებად.

მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში გააკეთა. მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ". როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარიაც ესწრებოდნენ.

მეუფე იაკობს „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს>>

ამჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამგვარი შეხვედრა არ ყოფილა. მან მღვდელმსახურის განცხადებას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ის „შოკირებულია".

„ეს, რა თქმა უნდა, არის, არ მომერიდება და ვიტყვი – სისულელე. ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი რამ მეუფის მხრიდან მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს და მე უარს ვამბობ მივიღო მონაწილეობა ისეთი სახის დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და ასევე გულს ატკენს პატრიარქს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ვითარების შესახებ კომენტარი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე: „შოკირებული ვარ...“

„სამწუხარო რეალობაა დღეს, რომ ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, სასულიერო პირებს, საზოგადო მოღვაწეებს, თუნდაც პოლიტიკოსებს. განკითხვა არ არის ჩვენი საქმე. უფალი ბრძანებს, რომ არ განვიკითხოთ და ბრძანებს, გვიყვარდეს, მტერიც უნდა გვიყვარდეს. დღევანდელი რეალობით ჩვენ, სამწუხაროდ, ერთმანეთიც არ გვიყვარს", – ბრძანა არქიმანდრიტმა იოანემ.

ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი.

მისი განცხადებით, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური დაკითხვაზე უნდა დაიბარონ უმძიმეს თემაზე. თუ ისინი გაჩუმდებიან, ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ვერსიების გავრცელება, რაც ხელისუფლებისთვის ცუდად შემობრუნდება, აღნიშნა უდუმაშვილმა.

ღვთისმშობლის ტაძარი ბოდბეში - Sputnik საქართველო
მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება: ვის უნდოდა პატრიარქის გადაყენება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სიტუაციის შეფასებაში კიდევ უფრო შორს მიდის.

„სულ მცირე, სახეზე გვაქვს, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა და შეიძლება გახდეს საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი", – განაცხადა უგულავამ ტელეარხ „რუსთავი2"-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საჯარო ბრალდებების თაობაზე გამოძიების დაწყება.

„თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი სამართალი", – აღნიშნა უგულავამ.

ყველა ახალი ამბავი
0