ვესტმინსტერი

საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს Brexit-ის შემდგომ შეინარჩუნებენ

77
(განახლებულია 21:33 21.10.2019)
შეთანხმება დროებით, პარლამენტების მიერ მის რატიფიკაციამდე, ამოქმედდება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების შემდეგ

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა. შეთანხმება დროებით ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის დატოვების შემდეგ და ფორმალურად სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ორივე მხარე მოახდენს მის რატიფიკაციას.

„ყველაფერი გავაკეთეთ ძალიან ოპერატიულად, რათა არ შექმნილიყო არანაირი სამართლებრივი სივრცე და სამართლებრივ სივრცეში ვაკუუმი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პროცესში, რადგანაც ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთთან ურთიერთობის ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით, არის სწორედ ის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმება, რომელზეც ჩვენ დღეს ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სტრატეგიული თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს.

„ჩვენ კვლავინდებურად გვექნება ბრიტანეთის მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ყველა საერთაშორისო დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

Brexit-ის შემდგომ დოკუმენტი დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას.

გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა: ყველაზე ძლიერი დაცემა ბოლო სამ წელიწადში >>

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

77
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (227)
გიორგი გახარია

რომელი ქვეყნების აეროპორტებს ამოიღებენ NOTAM-ის სიიდან: გახარია სამომავლო გეგმებზე

28
(განახლებულია 13:15 09.07.2020)
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთათვისაც საქართველო საზღვრებს ეტაპობრივად გახსნის, ყოველ ორ კვირაში გადაიხედება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოს ჩართვა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, ერთი მხრივ შრომის, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, საქართველო იქნება ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც ადრე და ყოველთვის პირველ ადგილზე მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და ასევე ეკონომიკის შემდგომ აღორძინებას დააყენებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს აგრძელებს, რომლის შედეგიც ხუთი პარტნიორი-ქვეყნისთვის საქართველოს საზღვრების გახსნაა.

„ეს უზარმაზარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორი-ქვეყნების წინაშე. ამიტომ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ხუთ პარტნიორ-ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, როგორც მათ და საქართველოს საზღვრები იქნება ღია - ეს ეხება პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ინსტრუქციების შესაბამისად ევროპულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი რეისები.

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება ის, რომ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის (NOtice To AirMen) გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე", - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოგზაურობისთვის თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

„ვიდრე ეს მოხდება და ეს მოხდება მომავალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოური ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად სოციალურ პროექტს წარმოადგენს. ეს ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იქნება მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ორ კვირაში ერთხელ მოქალაქეების მოგზაურობის პირობები და უსაფრთხო ქვეყნების სია გადაიხედება, რადგანაც ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს პანდემიის გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ საზღვრებს ეტაპობრივად ხსნიან ევროპის ქვეყნებიც.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
ამირან გამყრელიძე

წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას გაითვალისწინეთ, რომ... ეპიდემიოლოგის განმარტება

37
(განახლებულია 12:13 09.07.2020)
დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან არამარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ ეპიდემიოლოგებიც

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანია ღია სივრცეში დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს - სპეციალისტები პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელის სიტყვებით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენაციების თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

მანამდე ცენტრის დირექტორი ყველას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან არამარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ ეპიდემიოლოგებიციქნება საერთო რეკომენდაციები, ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, - დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ყველაზე მთავარი - წინასაარჩევნო კამპანიის ღია სივრცეებში ჩატარება და დისტანციის დაცვაა", - განაცხადა გამყრელიძემ Rustavi 2-ის ეთერში.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩაივლის - კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს კი, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 50-ს მიაღწია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 22 მაისამდე მოქმედებდა.

მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებს, ამასთან, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და სავაჭრო ობიექტებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

– დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;

– აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);

საქართველოში შეზღუდვების ვადები გახანგრძლივდება? გადაწყვეტილება პარლამენტზეა>>>

– სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად ხორციელდება;

– კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

– ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;

– ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 968-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 844 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.

37
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ავტობუსი

შეგიძლიათ ისუნთქოთ! საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერს ჩართავენ?

0
(განახლებულია 13:43 09.07.2020)
სოციალურ ქსელებში ხშირად გაისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში გაუსაძლისია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მით უმეტეს, პირბადით.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შესაძლოა, კონდიციონერების ჩართვა ნებადართული გახდეს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვის რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს.

საუბარია გარე სისტემებზე მომუშავე კონდიციონერებზე. შესაბამისი რეკომენდაცია ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.

ადრე სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენება კორონავირუსის გავრცელების დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ეპიდემიოლოგებმა კონდიციონერების ჩართვა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც აკრძალეს. ამის ნაცვლად სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს დაევალათ ღია ფანჯრებით მოძრაობა, რათა ტრანსპორტის განიავება მოხდეს.

სოციალურ ქსელებში ხშირად გაისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში გაუსაძლისია უკონდიციონერო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მით უმეტეს, პირბადით.

0