ქეთევან ციხელაშვილი

პარლამენტში ციხელაშვილთან შეხვედრა, საკითხის სენსიტიურობის გამო, დახურული ფორმატით ჩატარდა

84
(განახლებულია 21:27 21.10.2019)
საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის დახურულ რეჟიმში ჩატარების ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოვიდა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე დაიწყო, რის შემდეგაც, საკითხის მნიშვნელოვანი დეტალების გამო, გადაწყდა მისი დახურული ფორმატით ჩატარება.

ბახტაძემ გაეროს წევრებს საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა გააცნო >>

ციხელაშვილს დეპუტატებისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ სრულდება მთავრობის მშვიდობიანი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრის დახურულ კარს მიღმა ჩატარება გამოსვლის დაწყებამდე გადაწყვიტეს. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა, სხდომის დახურვამდე სახელმწიფო მინისტრს წარედგინა ინფორმაცია „საზღვრისპირა“ სოფელ ატოცში არსებული ვითარების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს პრობლემისადმი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების მისაპყრობად.

რამდენიმე დღის წინ ქართულ სოფელ ატოცში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხრიდან განახლდა მავთულხლართების გაბმა. ორშაბათს ამ ტერიტორიაზე სამხედროები და სპეცტექნიკა არ გამოჩენილა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს კი შსს-ს თანამშრომლები პატრულირებენ.

 „არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ, ყველასათვის გასაგებად გავაკეთო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით... არ მინდა შევქმნა საფუძველი ამ თემაზე რაიმე სპეკულაციისთვის. ამის პრინციპულად წინააღმდეგი ვარ“,  -განაცხადა ციხელაშვილმა.

საზოგადოებისთვის ღია შეხვედრის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები. კოლეგებს მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა.

„ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს" – გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე >>

 „ოკუპაციის თემაზე საპარლამენტო მოსმენები უნდა დაიხუროს, რადგან არ შეიძლება ამ თემაზე ტელეკამერების წინ მატრაკვეცობა... რადგან შეფასებები ჟღერდება და სასურველი არ არის, ღია ეთერში ამ თემებზე ისაუბრო. საქმისთვის სასარგებლო პოზიციას თამამად ვერ შეაფასებ და გულწრფელად ვერ გამოთქვამ, რადგან მთელი მსოფლიო გისმენს“, - განაცხადა დეპუტატმა ადა მარშანიამ.

კომენტარები მასმედიისთვის სხდომის შემდეგ გაკეთდა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დახურულ ფორმატში მან დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რა ხდება გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში და რას აკეთებს სახელმწიფო 116 სოფელში 50 ათასი ადამიანის დახმარებისთვის.

„მეტი განვითარება, მეტი განათლება, მეტი დახმარება - ეს იქნება ჩვენი ქმედითი პასუხი მავთულხლართებზე, მთელი რიგი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების გარდა, რომლებსაც სახელმწიფო აუცილებლად გამოიყენებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე >>

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს, მაგრამ დეტალებზე ღიად საუბარი მიზანშეწონილი არ არის ზოგიერთი საკითხის სენსიტიურობის გამო.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. მას შემდეგ დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს.

84
თემები:
საქართველოს პარლამენტი (175)
ბუდაპეშტი

მოთავსდება თუ არა კარანტინში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოფრენისას

95
(განახლებულია 10:27 05.07.2020)
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს 2020 წლის 6 ივლისს, ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც თბილისს ეწვევა. უნგრელი დიპლომატი კარანტინში არ მოთავსდება, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.

95
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს და აშშ-ის დროშები

საქართველოს პირველმა პირებმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს

70
(განახლებულია 16:50 04.07.2020)
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელ ხალხს მათი ეროვნული დღესასწაული ვიდეომიმართვით მიულოცეს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 4 ივნისს აღინიშნება.

აშშ-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გამოიყვანა ანგარიდან - ვიდეოკადრები >>

„ეს დღე არის მატარებელი იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

მან ასევე გამოყო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის როლი და შტატების ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეომილოცვა გამოაქვეყნა ასევე პრემიერმა გიორგი გახარიამა. მანაც მადლობა გადაუხადა აშშ-ს ქვეყნის განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.

70
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:28 04.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივლისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

ირგვლივ მრავალი საცდუნებელი რამ ჩნდება, მძაფრდება ინსტინქტები, წინა პლანე გამოდის ხორციელი სურვილები. ადამიანებს ადვილად ეძალება სიზარმაცე, დიდია მოტყუების ალბათობა.

თავისი ენერგეტიკული სიმძლავრით ეს დღე გუშინდელ სავსემთვარეობას არ ჩამოუვარდება. მოთოკეთ ემოციები და ეცადეთ, არ ჩაებათ არანაინ ჩხუბსა და კონფლიქტში. ეცადეთ, შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ისე დაიცვათ სამართლიანობა, დაეხმაროთ ადამიანებს პრობლემებთან გამკლავებაში. ასევე მოსალოდნელია აზარტული გრძნობების გამძაფრება, რომელიც, თუ არ შეაჩერებთ, პრობლემებს მოიტანს.

კარგი დღეა მუშაობისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თხის რქა თმის ზოგად მდგომარეობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს, შეჭრა თმას ძალასა და სიჯანსაღეს მისცემს, თმა უფრო ძლიერი გახდება და შეჩერდება მისი ცვენა.

კარგი დღეა თმის შეღებვისთვის, განსაკუთრებით ჭაღარის. ასევე ქიმიური დახვევისთვის.

უპირატესობა მიანიჭეთ სადა ვარცხნილობას.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

მებაღეობა: 6 ივლისს არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

0