სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს, ნათქვამია საქართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაპონიაში ქალაქის მერმა საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის იმღერა – ვიდეო >>

უწყების ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, ტურისტებისთვის მიმზიდველია თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში.

„ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს, თან ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო
საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის, ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოს ბევრი პოტენციალი აქვს, ამიტომ უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში.

„ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ღვინის ექსპერტი კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია, გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

„იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა იუნესკო-ს მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად“, – განაცხადა კენინი ოოჰაშიმ.

კონსერვატორიის მცირე დარბაზი - Sputnik საქართველო
იაპონელი ფლეიტისტი იოსუკე ირიე საქართველოში კონცერტს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები.

იაპონელი მხატვარი ქალის - კოშუს გამოფენა სიღნაღში გაიხსნება >>

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0