„მნიშვნელოვანი და ეფექტური“ – სომხეთის პრემიერმა გახარიასთან მოლაპარაკებები შეაფასა

© photo: Government of Georgia / FB საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მეთაურებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართული მოლაპარაკებები შეაჯამეს.

ჯერ ამინდი, შემდეგ – პოლიტიკა: გახარია ფაშინიანს შეხვდა >>

გახარია ერევანში აზერბაიჯანში ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრა. მისი პირველი უცხოური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში სწორედ აზერბაიჯანში შედგა.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ ახალი სტატუსით სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს, და ჩვენს ფუნქციას და როლს – ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავხადოთ მეტად ეფექტური“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერების შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური ურთიერთობები გახდა.

„აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენ შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტისა და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„გავცდით რეგიონის საზღვრებს" – პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქვეყნები აწარმოებენ გულახდილ, ნდობაზე დამყარებულ დიალოგს.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, კონტაქტების დინამიკა, ნდობის დონე და გახარიას ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.

ფაშინიანმა გახარიას პრემიერის პოსტზე წარმატებები უსურვა >>

„მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზადყოფნა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

„ბავრა-ნინოწმინდის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სომხეთი თბილისისგან სომეხი ჟურნალისტების არშეშვების გამო განმარტებებს ელოდება

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ივნისის ბოლოს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

„ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ძალისხმევას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ყველა ახალი ამბავი
0