ჟენევაში გარღვევა არ მომხდარა, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასეს.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ რამე გარღვევის მოლოდინი არ ყოფილა, სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამის შესახებ პირველი არხის ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

„იმედია, საქართველო სიგნალს გაიგონებს" – რუდენკო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე >>

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

„მორიგი რაუნდის წინ არ იყო მოლოდინები, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა, სამწუხაროდ, ასეც მოხდა – რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა. საკითხები თავად არის საკმაოდ რთული. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია“, – განაცხადა დარსალიამ.

მიმდინარე წლის აგვისტოდან ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება გამწვავდა. მიზეზი სოფელ წნელისში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილება“ და ქართული მხარის მიერ მეზობელ სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს გახსნა გახდა.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: პრიორიტეტი – რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაა

დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებმა მხარეებს რამდენიმე იდეა შესთავაზეს, რომლებზეც ქართული მხარე იმსჯელებს.

„ყველას ინტერესშია – მოხდეს ვითარების თანდათან განმუხტვა და, შესაბამისად, ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. იყო რამდენიმე იდეა თანათავმჯდომარეების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ დავამუშავებთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო თავის პოზიციას მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე წარადგენს.

პესკოვი: კრემლი საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა >>

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან გადასასვლელები (ცხინვალის რეგიონის მხრიდან - რედ.) გაიხსნება. როდის მოხდება ეს, კონკრეტული თარიღის თქმა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ძალის გამოუყენებლობაზე, დევნილთა დაბრუნებაზე ჩვენ უცვლელი რეაქცია გვაქვს“, – განაცხადა დარსალიამ.

მისი სიტყვებით, როდესაც ქართულმა მხარემ დევნილების სახლებში დაბრუნების საკითხი წამოჭრა, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვეულებისამებრ, დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე უარით საქართველომ წლები დაკარგა

იმაზე, რომ ყველა მხარე დაინტერესებულია ვითარების დეესკალაციით, ჟენევის მოლაპარაკებაზე რუსეთის წარმომადგენელმაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომაც ისაუბრა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის დონის შემცირების პარალელურად გამშვები პუნქტების საკითხი მოიხსნება და ყველა დახურული პუნქტი გაიხსნება. საკითხი ახლა განხილვის ეტაპზეა“, – აღნიშნა რუდენკომ.

ამავე დროს რუდენკომ კვლავ დააფიქსირა რუსეთის პოზიცია.

„კონფლიქტი რუსეთისთვის დაიხურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს, არ არსებობს ოკუპაციაც. ჩვენ ამას ვიმეორებთ 2008 წლიდან, ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის დღიდან, რომლებმაც რუსეთის ფედერაციასთან გააფორმეს ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით“, – განაცხადა რუდენკომ.

თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა >>

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწესდა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0