მთავრობამ სუს-ის უფროსის კანდიდატურად გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა

© State Security Service of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლილუაშვილის კანდიდატურის შემდგომი განხილვის საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა, რომელიც ამ დროისთვის უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილეა.

ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს

სუს-ის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გომელაურმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

ლილუაშვილის კანდიდატურის შემდგომი განხილვის საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

ლილუაშვილი სუს-ში 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მანამდე იგი პარლამენტის წევრი იყო – მეცხრე მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ედგა სათავეში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი ის თბილისის მერის მოადგილე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0