მამუკა მდინარაძე

„ქართულ ოცნებაში“ მკვლელობისთვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაზე იმსჯელებენ

94
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი დანაშაულის პრევენციაა

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ადამიანის მკვლელობისთვის გათვალისწინებული სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: მამაკაცმა ჯერ მსხვერპლს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა >>

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრებაზე შესაბამისი ინიციატივა მომზადდეს.

„თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთი-ორი საქმის გარდა, მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ მკვლელობის პრევენციისთვის, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავიწყოთ მსჯელობა, გავამკაცროთ თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც საფუძველს მოგვცემს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო თუ ის ჩადენილია, მაგალითად, დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავეს შესაძლოა 20 წლით ან უვადო  პატიმრობაც შეეფარდოს.

94
ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ესტონეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

73
(განახლებულია 20:15 13.08.2020)
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რიინა კალიურანდმა და დავით ზალკალიანმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყებიან საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დიპლომატებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე, როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის.

გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

შეხვედრის დასასრულ დავით ზალკალიანმა ესტონეთის ახალ ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში დიპლომატიურ მისიაში მის შემდგომ საქმიანობაში.

73
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
„ქართული ოცნების დროშები

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია კიდევ ერთი გამოკითხვა

164
(განახლებულია 20:11 13.08.2020)
პარტიების რეიტინგში „ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%-ით.

შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.

არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%-მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%-მა განაცხადა.

კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.

სხვა გამოკითხვები

კომპანია Survation-ის ივლისის გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.

პარტია Edisson Research-ის გამოკითხვა IRI-ს გამოკითხვა Survation-ის გამოკითხვა
„ქართული ოცნება" 39% 33% 52%
„ნაცმოძრობა" 16% 16% 19%
„ევროპული საქართველო" 5% 5% 8%
„პატრიოტთა ალიანსი" 3% 3% 5%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ 3% 3% 4%
„ლელო საქართველოსთვის“ 3% 2% 5%
164
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თენგიზ ცერცვაძე

„სამი მუშკეტერის“ საიდუმლო გამჟღავნდა: ცერცვაძემ დარტანიანის ვინაობა დაასახელა

0
სპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მანდემიასთან ბრძოლაში არანაკლები წვლილი მიუძღვის ქვეყნის პრემიერს

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლი საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან>>

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС–მ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატიას გამოაქვეყნა სათაურით „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში". ВВС-ს სტატიას დართული აქვს ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან.

Врачи Амиран Гамкрелидзе, Паата Имнадзе, Тенгиз Церцвадзе
Courtesy of Z.Sulakauri
პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერ-ეპიდემიოლოგებს – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძესა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს საქართველოში „სამ მუშკეტერს" უწოდებენ.

ცერცვაძე ჟურნალისტის კითხვაზე, რომელია სამი მუშკეტერიდან დარტანიანი, უპასუხა, რომ მუშკეტერი სამი იყო, ხოლო დარტანიანი – მეოთხე და ეს გახარიაა.

„კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს, ეს არის გახარია და ჩვენ სამი (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) როლებს როგორ გავინაწილებთ, არ მინდა, რომ ვთქვა, რადგან ყველა აირჩევს ათოსს და ეს ასე არ არის, ისე არამისობას პაატას მივცემდი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ВВС–ს სტატიაში ნათქვამია, რომ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერ-ეპიდემიოლოგების ჯგუფს საქართველოში პანდემიაზე წარმატებული რეაქციის გამო აქებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას საქართველომ მთავრობის სწრაფი რეაგირების წყალობით მიაღწია.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირების ქვეშ – 261.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში