დავით ზალკალიანი

ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე ორ კვირაში ისაუბრებს

52
(განახლებულია 20:46 30.09.2019)
საგარეო საქმეთა მინისტრი დაგეგმილზე ადრე წარდგება პარლამენტში, რადგან ოპოზიციონერ დეპუტატებს მასთან შეკითხვები აქვთ.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პლენარულ კვირაში წარდგება, რომელიც 15-18 ოქტომბერს არის დაგეგმილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

ზურაბიშვილი: საქართველომ უნდა სცადოს დიალოგი რუსეთთან >>

ოპოზიცია მოუთმენლად ელის პარლამენტში ზალკალიანს, რათა დაუსვას მას შეკითხვები იმ მოლაპარაკებების შინაარსთან და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ნიუ-იორკში 26 სექტემბერს გაიმართა. ეს იყო საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიმართა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შედგა.

„ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ბატონი დავით ზალკალიანი მოსულიყო პარლამენტში და ეპასუხა მათი კითხვებისთვის. ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, რომ „მინისტრის საათის“ განრიგი იცვლება ისე, რომ ბატონი ზალკალიანი შეთანხმებულთან შედარებით ბევრად უფრო ადრე წარდგება საქართველოს პარლამენტში და უპასუხებს დეპუტატების კითხვებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრის შემდეგ თავად ზალკალიანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა >>

იმის შესახებ, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იგეგმებოდა, ცნობილი მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გახდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის თაობაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის წინადადება ქართული მხარისგან მოდიოდა.

52
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (167)
გიორგი გახარია

რომელი ქვეყნების აეროპორტებს ამოიღებენ NOTAM-ის სიიდან: გახარია სამომავლო გეგმებზე

72
(განახლებულია 13:15 09.07.2020)
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთათვისაც საქართველო საზღვრებს ეტაპობრივად გახსნის, ყოველ ორ კვირაში გადაიხედება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოს ჩართვა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, ერთი მხრივ შრომის, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, საქართველო იქნება ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც ადრე და ყოველთვის პირველ ადგილზე მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და ასევე ეკონომიკის შემდგომ აღორძინებას დააყენებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს აგრძელებს, რომლის შედეგიც ხუთი პარტნიორი-ქვეყნისთვის საქართველოს საზღვრების გახსნაა.

„ეს უზარმაზარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორი-ქვეყნების წინაშე. ამიტომ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ხუთ პარტნიორ-ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, როგორც მათ და საქართველოს საზღვრები იქნება ღია - ეს ეხება პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ინსტრუქციების შესაბამისად ევროპულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი რეისები.

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება ის, რომ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის (NOtice To AirMen) გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე", - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოგზაურობისთვის თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

„ვიდრე ეს მოხდება და ეს მოხდება მომავალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც უცხოური ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად სოციალურ პროექტს წარმოადგენს. ეს ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იქნება მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ორ კვირაში ერთხელ მოქალაქეების მოგზაურობის პირობები და უსაფრთხო ქვეყნების სია გადაიხედება, რადგანაც ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს პანდემიის გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ საზღვრებს ეტაპობრივად ხსნიან ევროპის ქვეყნებიც.

72
თემები:
COVID-19 საქართველოში
ამირან გამყრელიძე

წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას გაითვალისწინეთ, რომ... ეპიდემიოლოგის განმარტება

43
(განახლებულია 16:19 09.07.2020)
დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ ეპიდემიოლოგებიც.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანია ღია სივრცეში, დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს – სპეციალისტები პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელის სიტყვებით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენაციების თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

მანამდე კი ცენტრის დირექტორი ყველას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ ეპიდემიოლოგებიც. იქნება საერთო რეკომენდაციები, ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ – დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ყველაზე მთავარი – წინასაარჩევნო კამპანიის ღია სივრცეებში ჩატარება და დისტანციის დაცვაა", – განაცხადა გამყრელიძემ Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩაივლის. კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს კი, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 50-ს მიაღწია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 22 მაისამდე მოქმედებდა.

მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებს. ამასთან, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და სავაჭრო ობიექტებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

– დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;

– აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);

საქართველოში შეზღუდვების ვადები გახანგრძლივდება? გადაწყვეტილება პარლამენტზეა>>>

– სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად ხორციელდება;

– კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

– ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;

– ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 968-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 844 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.

43
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ფხენიანი

ჩრდილოეთ კორეაში უცნობი ბირთვული ობიექტი აღმოაჩინეს - ფოტოები თანამგზავრიდან

0
(განახლებულია 15:31 09.07.2020)
ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის დანიშნულებაზე ეჭვები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მაშინ მკვლევარები დარწმუნებულები არ იყვნენ ინფორმაციის ნამდვილობაში

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მკვლევარებმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის მახლობლად მანამდე უცნობი ბირთვული ობიექტი აღმოაჩინეს, იუწყება CNN–ი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კომპანია Planet Labs–ს ეკუთვნის, ხოლო მათი ანალიზი მონტერეის ინსტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ფოტოებზე აქტიურად მოქმედი სამეცნიერო ობიექტია და ფიქსირებული, სადაც დიდი ალბათობით ბირთვული ბოეგოლოვკები იწარმოება.

„მას აქვს ჩრდილოკორეული ატომური ობიექტის ყველა ნიშანი — დაცვის პერიმეტრი, შიდასაცხოვრებელი სათავსოები, მიწისქვეშა ნაწილი, ქვეყნების ლიდერების უცნობი ვიზიტებისადმი მიძღვნილი ძეგლები“, — განმარტა თანამგზავრის მონაცემები პროფესორმა ჯეფრი ლუისმა.

მისი დასკვნის თანახმად, საწარმოს არც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროს შეუწყვეტია მუშაობა და არც მას  შემდეგ, რაც პროგრამის ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

ზუსტდება, რომ პირველი ეჭვები ამ ობიექტის დანიშნულების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მკვლევარებმა მაშინ თავი შეიკავეს ამ თემაზე საუბრისგან, ვინაიდან ინფორმაციის ნამდვილობაში დარწმუნებულები არ იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს ჩრდილოკორეელი დიპლომატები კიდევ ერთხელ დაწმუქრნენ აშშ–ს განადგურებით — ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ბირთვული რაკეტები აქვთ.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს