საქართველოს ექს-პრეზიდენტი „მინსკის დიალოგში" მიიღებს მონაწილეობას

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინსკში დაგეგმილ კონფერენციას, სავარაუდოდ, დაესწრებიან კანონმდებლები რუსეთიდან, ასევე პოლიტიკოსები აშშ-დან და ევროპიდან.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონფერენცია „მინსკის დიალოგის" მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება „Sputnik–ბელარუსი".

ფორუმი „მინსკის დიალოგი", რომელიც ევროპული უშიშროების თემას ეძღვნება, ბელარუსის დედაქალაქში 7-8 ოქტომბერს გაიმართება. გასული წლიდან კონფერენციის დონე მაღალია – მასში პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მონაწილეობდა.

„ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა მაღალი თანამდებობის პირი გვყავს მოწვეული, მათ შორის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი კონფერენცია დღის წესრიგში აქვს გაწერილი", – ციტირებს სააგენტო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დენის მელიანცოვის სიტყვებს.

ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა - Sputnik საქართველო
ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა

ამასთან, კონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ არასდროს არ არის ცნობილი, „რამ შეიძლება ამ დონის ადამიანების ყურადღების გადატანა შეძლოს".

„თუ წინა წელს მონაწილეობდნენ ყოფილი პრეზიდენტები და ხელმძღვანელები ან საერთაშორისო ორგანიზაციების უფროსების მოადგილეები, ახლა მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი სტეპან მესიჩი", – დასძინა მან.

გარდა ამისა, მინსკს ეწვევა აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი, ელოდებიან მაღალი რანგის სტუმრებს რუსეთიდან: სენატორ ალექსეი პუშკოვს და დეპუტატ ვიაჩესლავ ნიკონოვს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პირველი პირები. მოსალოდნელია კეტრინ ეშტონის, ევროპული დიპლომატიის ყოფილი ხელმძღვანელის მონაწილეობაც.

ყველა ახალი ამბავი
0