ზურაბიშვილი: საქართველომ უნდა სცადოს დიალოგი რუსეთთან

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დადებითად შეაფასა

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველომ აუცილებლად უნდა სცადოს დიალოგი რუსეთთან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას.

„უნდა იყოს რეალური შედეგები" – აბაშიძე ქართველი და რუსი მინისტრების შეხვედრაზე >>

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის შუამავლობით შედგა.

„არსებობს ორი გზა – ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ შეხვედრას პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობა არ არსებობს.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
„ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლებში“: თბილისი ლავროვთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია

„რუსოფობიური განწყობები არ არსებობს საქართველოში, არასოდეს არ არსებობდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული. პრაღაში განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემები, ჰუმანიტარული პრობლემები და ა.შ. პოლიტიკური პრობლემები - ჟენევაში მოლაპარაკებების თემაა.

ყველა ახალი ამბავი
0