ლავროვმა ზალკალიანთან შეხვედრის ინიციატორი დაასახელა

© photo : Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლავროვმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებული ზოგიერთი კომენტარი მასში „ღიმილს და გაკვირვებას“ იწვევს.

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისის ინიციატივით შედგა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში გამართულ ბრიფინგზე, იუწყება РИА Новости.

ეს იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა. ზალკალიანი და ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის შუამავლობით.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
„ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლებში“: თბილისი ლავროვთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც მან მოითხოვა“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებული ზოგიერთი კომენტარი მასში „ღიმილს და გაკვირვებას“ იწვევს.

„კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ“, - აღნიშნა ლავროვმა.

ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს >>

ადრე ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თბილისი დათანხმდა შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის გამართვაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. მისი თქმით, ეს იყო „პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის, რაც იქ (ადმინისტრაციულ საზღვართან - რედ.) შექმნილ მძიმე სიტუაციას უკავშირდება“.

ფრენების აღდგენა

ლავროვი ბრიფინგზე ასევე შეეხო რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს.

„როცა ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას (საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის - რად.), გამოცხადდა, რომ ეს არის დროებითი ზომა და ჩვენ მას მაშინ გავაუქმებთ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება და როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას“, – განაცხადა ლავროვმა გაეროში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ „ჩვენ არასოდეს გვიძებნია ხელოვნური მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით განავითაროს საკუთარი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და არ გაიხედავს რუსოფობებისკენ... პირადად მე ამ საჰაერო მიმოსვლას აღვადგენდი“.

ადრე ლავროვმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მიმართულებით ფრენებს დააბრუნებდა და „ეს სწორი იქნება, რადგან საქართველოში უმრავლესობამ გააცნობიერა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე მომხდარი პროვოკაციის კონტრპროდუქტიული ხასიათი.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ლავროვთან შეხვედრის შემდეგ – ზალკალიანი დეპუტატებს „ანგარიშს ჩააბარებს“

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. შედეგად სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა შემცირდა.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, 700 მილიონ დოლარამდე იზარალოს. ივლისამდე პერიოდში საქართველოში ტურისტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0