მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა იქნება

54
დოკუმენტში არაფერია ნათქვამი თუ როდიდან შევა შეთანხმება ძალაში და რამდენი დღით შეძლებენ ორი ქვეყნის მოქალაქეები ამ სახელმწიფოების ტერიტორიაზე დარჩენას.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და პარაგვაის  მთავრობები ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია მთვარობის განკარგულებაში.

საქართველოს მთვარობის განკარგულება „საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ უკვე გამოქვეყნდა, თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათქვამი თუ როდიდან შევა შეთანხმება ძალაში და რამდენი დღით შეძლებენ ორი ქვეყნის მოქალაქეები ამ სახელმწიფოების ტერიტორიაზე დარჩენას.

საქართველოსა და პარაგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს დამყარდა.

2018 წლიდან კი ორ ქვეყანას შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის თანახმადაც თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურეობრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იქ 90 დღის განმავლობაში დაჰყონ.

 

54
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (127)