რა განიხილეს საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა გაეროში

© photo: Salome Zourabichvili / FB სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონულ და გლობალურ პროექტებში ყაზახეთთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველო ყაზახეთში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს >>

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური და რეგიონული პროექტების განხორციელების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე აბრეშუმის გზის პროექტს. პრეზიდენტებმა განიხილეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

 

 

© President of Georgiaსაქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ყასიმ-ჟომართ თოყაევი
რა განიხილეს საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა გაეროში - Sputnik საქართველო
საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ყასიმ-ჟომართ თოყაევი

„ყაზახეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და პრიორიტეტულია ყაზახეთის მხარესთან თანამშრომლობა“, – აღნიშნულია ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვენახები საგურამოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ყურძნის ქართულ ჯიშებზე ისაუბრებს

საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ყაზახეთის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 1,2%-ია. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 149,5 მილიონი დოლარი, ანუ წინა წლის მაჩვენებელზე 83%-ით მეტი შეადგინა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა კოლეგებს ფინეთიდან და გვატემალიდან, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს, ევროსაბჭოს პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ორშაბათს ზურაბიშვილმა მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის საკითხებზე ისაუბრა. ხუთშაბათს იგი სიტყვით გამოვა გაეროს ტრიბუნიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0