ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

გამოწერა
ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 13 სექტემბერს დატოვა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ბოლო წლებში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოადგილე იყო, საქმიანობას პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელად გააგრძელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნათია მეზვრიშვილი შეიძლება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდეს

ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 13 სექტემბერს დატოვა. პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მან გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ექს-პრემიერ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჭოლაძე ავტომატურად გათავისუფლდა დაკავებული პოსტიდან.

მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნის თანამდებობა 2017 წელს დაიკავა. 2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შსს-ს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ ჩინოვნიკები ბიუროკრატიული ხარჯების გაკონტროლების შესახებ გააფრთხილა

2013 წლის დეკემბრიდან მეზვრიშვილი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნათია მეზვრიშვილი არის მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

საქართველოს ახალი პრემიერი გიორგი გახარიაა. პარლამენტმა მას და მის მინისტრთა კაბინეტს ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

რაც შეეხება მეზვრიშვილს, იგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მისი მარჯვენა ხელი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0