საქართველოს პარლამენტმა საზღვაო გადამზიდავებს პასუხისმგებლობა გაუზარდა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხომალდებზე დაზარალებულთათვის კომპენსაციის ავანსი გადაუდებელი ხარჯების პროპორციული უნდა იყოს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საზღვაო კოდექსში შესწორებები, რომლის თანახმად, გადამზიდავებმა საქართველოს ტერიტორიაზე გემის მგზავრებსა და მათ ტვირთზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

კანონპროექტს 150 დეპუტატიდან 91-მა დაუჭირა მხარი. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

მგზავრის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კონკრეტული გადამზიდავი კომპანია ვალდებული იქნება ავანსის სახით კომპენსაცია გადაიხადოს. ავანსი გადაუდებელი ხარჯების პროპორციული უნდა იყოს – არანაკლებ 21 ათასი ევრო.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიძლება საკუთარი საზღვაო ფლოტი გაუჩნდეს

ამასთან, ავანსი არ წარმოადგენს დაზარალებული მხარის პრეტენზიის არარსებობის აღიარებას, იგი შეიძლება ჩაითვალოს როგორც კომპენსაციის ნაწილი.

ავანსი გადამზიდავს იმ შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს, თუ გაირკვევა, რომ მგზავრის დაშავება მისივე ბრალია, ასევე სტიქიური უბედურების, ომის ან მესამე მხარის მოქმედების შედეგად.

გადამზიდავებმა უფლებების შესახებ მგზავრები აუცილებლად უნდა გააფრთხილონ. თუ ნაოსნობა საქართველოში იწყება, მაშინ ინფორმირება გემში ჩასხდომის ან საქართველოში ბილეთის შეძენისას უნდა მოხდეს.

ყველა ახალი ამბავი
0