მამუკა ხაზარაძის პარტიის პრეზეტაცია ანაკლიაში

გაპოლიტიკოსებული ბიზესმენი, ანუ კარადაში ჩონჩხების აღმოჩენის სეზონი იწყება

299
(განახლებულია 14:50 14.09.2019)
მამუკა ხაზარაძის პირველი გამოჩენა პოლიტიკაში არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.

მას, მართალია, არც მთლად პაატა ბურჭულაძესავით გაქცევიან ცნობილი სახეები, მაგრამ ხალხისათვის ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ ისხდნენ ანაკლიის თაკარა მზის ქვეშ თივის შეკვრებზე ადამიანები და რატომ დაერქვა საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო".

ლექსებს და გალაკტიონს საქართველოში აფასებენ, მაგრამ ხალხი ახალი პოლიტიკური ძალისაგან უფრო მკაფიო მესიჯებს ელის იმის შესახებ, როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ და არა - ბიბლიურ ალუზიებსა და საქართველოს ისტორიის ცოდნას.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლას სერიოზული სირთულეები ახლავს. მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოში მდიდარი ადამიანები ზოგადად არ უყვართ, თვლიან რა, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ხალხი ძირითადად სპეკულაციებით და ცუდი გზით გამდიდრდა.

ქვეყანაში, სადაც ბავშვების 25 პროცენტი შიმშილის პირასაა, ძნელია ადამიანები დააჯერო, რომ პოლიტიკაში ქვეყნის გადასარჩენად მოდიხარ და არა - საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად. თუმცა ხაზარაძეს ცხოვრება უკვე მოწყობილი ჰქონდა. ის 16 მილიონის გათეთრების ბრალდებითა და ლამისაა, დაჭერის საფრთხით ძალად მიდევნეს პოლიტიკასთან.

აკი თქვა კიდეც პრეზენტაციაზე, შესაძლოა, ოდესმე მადლობაც გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მდევნიდა და ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანაო.

მეორეს მხრივ მამუკა ხაზარაძე თავდაცვის პროცესში ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უყენებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მისი და ვანო ჩხარტიშვილის დავამ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუ ის სიტუაციის მოგვარებას და მხარეების მორიგებას ცდილობდა, რატომაა ეს დანაშაული და რატომ საუბრობს ამაზე ხაზარაძე ახლა და არ საუბრობდა ადრე.

ხაზარაძის პოლიტიკური ძალის მთავარ სისუსტედ რჩება ის, რომ ამიერიდან იწყებს საკუთარ დარგში აღიარებული 12 „მოციქულის“ ძებნას და ორიოდე მათგანი თუ იხილა საზოგადოებამ ანაკლიის პრეზენტაციაზე. 1 წელი ძალიან ცოტა დროა იმისათვის, რომ ახალი სახეები გააცნო საზოგადოებას.

ზოგადად, არსებობს გამოთქმა, რომ თუ პოლიტიკაში მოდიხარ, მზად უნდა იყო, რომ შენს კარადაში ყველა ჩონჩხს აღმოაჩენენ. საქართველოში ამას ისიც ემატება, რომ პოლიტიკა უამრავი ადამიანის განსჯის საგანია. ასე რომ, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემს წინ ბევრი ხიფათი ელოდება, მაგრამ იმედია, როგორც ბანკირები, სწორად დათვლიან მოგებას და რისკებს. აქ საუბარი იმაზე კი არაა, პარლამენტში მოხვდებიან თუ არა.

იმ ადამიანებისათვის, ვისაც 30 ათასი კაცი ჰყავს დასაქმებული, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. მთავარია, პოლიტიკაში საკუთარი სათქმელის თქმა შეძლო და ანგარიშგასაწევ ძალად იქცე. ჯერჯერობით ძნელია თქვა, დადებს თუ არა ხაზარაძე ლელოს.

299
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობაში ახალი მინისტრია

5
(განახლებულია 12:06 06.08.2020)
ახვლედიანმა ახალ პოსტზე ქეთვან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა დაიკავა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გახარიამ.

ახვლედიანმა ახალ პოსტზე ქეთვან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს მისიაში და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიაში. 

 „მინდა, პირველ რიგში მას მივულოცო ეს დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან... მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში როგორც ევროპის, ისე კონფლიქტების მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე  2016 წლის ივლისში დაინიშნა.  მთელი ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად იყო დაკავებული საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრობის მხრიდან შეთავაზებული სერვისებისა და დახმარებების წვდომის, ასევე საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებით.

ახლა აღნიშნული საკითხებით თეა ახვლედიანი დაკავდება.



5
თემები:
საქართველოს მთავრობა
გიორგი გახარია

ახალი შეღავათები მოსახლეობისთვის: მთავრობა ოთხი თვის კომუნალურ გადასახადს დაფარავს

160
(განახლებულია 11:49 06.08.2020)
საქართველოს ხელისუფლება ფიზიკურ პირებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალური მომსახურების გადასახადს დაუფარავს

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს ხელისუფლება  ოთხი თვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის რთულ პერიოდში მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

 „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური მომსახურებაზე შეღავათები გაგრძელდეს ოთხი თვის განმავლობაში –  ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სუბსიდირება  მოხდება იგივე პრინციპით – 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა,  შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო საშუალოდ 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის  კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში  200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

 

 

160
თემები:
COVID-19 საქართველოში