სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი პოლიტიკოსებს დიალოგისთვის ნეიტრალურ პლატფორმას სთავაზობს

75
(განახლებულია 13:31 11.09.2019)
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული საზოგადოება დაიღალა კონფრონტაციით.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შერიგებისთვის დიალოგის ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა შესთავაზა.

2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში პოლიტიკური ვნებები მატულობს. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების პოლარიზებას ქვეყნის მთავარი გამოწვევა უწოდა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მუშაობის პირველივე დღიდან მხარეებს შერიგებისკენ მოვუწოდებ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, არ მეპასუხა არც ერთი მხარის შემოტევისთვის და არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ ორთაბრძოლებში და დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა, განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები", – განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას.

„ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისთვის კი დამანგრეველია... ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი საარჩევნო წელი იყოს არა პირადი შეურაცხყოფების, არამედ პოლიტიკური კონკურენციის. საზოგადოება დაიღალა. მას პერსპექტივა სჭირდება და არა ჩათრევა დაუსრულებელ კონფრონტაციაში", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ამჯერად ძირითად კონკურენტებს – მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა" და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის ბრძოლაში ჩაერთვება ახალი პარტიები, მაგალითად, პარტია, რომელსაც საქართველოში უმსხვილესი TBC bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დააარსებს.

75
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (141)
თბილისი

ახალი კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ ბიზნეს-ასოციაციაში შეაფასეს

61
(განახლებულია 19:00 14.08.2020)
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის ინიცირებას მიესალმებიან და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა, ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას, მიაჩნიათ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა ახალ კანონპროექტზე „მეწარმეთა შესახებ“, რომელსაც, მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის, გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დღეს მოქმედი სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია და წლების განმავლობაში განხორციელებული უსისტემო ცვლილებების გამო ის შეუსაბამოა დღეს არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების უფრო მეტად დახვეწას, სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის განჭვრეტადი გარემოს შექმნასა და შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებში ერთიანი პრაქტიკის განვითარებას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სამუშაო პროცესის შედეგად... დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი კანონის პროექტზე, რომელიც დიდწილად თანხვედრაშია როგორც ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, ასევე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას, რომ ანალოგიურად, როგორც სხვა შემთხვევებში, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო განხილვების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რა დახმარებით ისარგებლა ქართულმა ბიზნესმა: ეკონომიკის მინისტრის ანგარიში>>

ახალმა კანონმა „მეწარმეთა შესახებ“, პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, მომავალი წლიდან 1994 წელს მიღებული დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც, თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნეს-წრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

61
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მიხეილ სააკაშვილი

ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ შევებრძოლოთ ეპიდემიას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

88
(განახლებულია 17:32 14.08.2020)
არჩევნებამდე ორ-ნახევარი თვით ადრე საქართველოში გამოჩნდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური მიზნებით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაარსდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა.

რა აღელვებს ქართველ ხალხს და ვისი სჯერა არჩევნების წინ - გამოკითხვა>>

ორგანიზაციას ეწოდება „დავასრულოთ“ და ის დააფუძნეს ია მეტრეველმა – სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი იაკობაშვილმა.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“. ეს განაპირობა იმ ყოვლად აუტანელმა სიტუაციამ, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. კერძოდ, ჩამოყალიბდა ქვეყანაში დანაშაულებრივი ტრიადა „ნაციონალური მოძრაობის“, მათი მხარდამჭერი „ენჯეოების“ და გამხმოვანებელი მედიასაშუალებების სახით, რომლებმაც ქვეყანაში ისტერია შექმნეს“, – განაცხადა ბრიფინგზე სოსო მანჯავიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მისი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და ქვეყანაში მტკივნეულ ატმოსფეროს ქმნიან.

„ჩვენი ამონაცაა – ამ ვითარებას წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვახდინოთ ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაცია. ყველა მეთოდით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, შევეცდებით შევცვალოთ და დავასრულოთ ეს მდგომარეობა საქართველოში“, – აღნიშნა მანჯავიძემ.

გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, მათ „თავი შესწირეს იმ ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომელმაც უფრო დააზიანა ქვეყანა, ვიდრე COVID-19-მა“.

ია მეტრეველმა კი განაცხადა, რომ საქართველს ისეთი მტერი არ ჰყოლია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მისი თქმით, „ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, უნდა აიკრძალოს ეს კრიმინალი".

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული. სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრისა და ხმების საკმარისი რაოდენობით მიღების შანსი აქვთ როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ისე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

88
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
პოლიციის მანქანა

ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: ახალი სკანდალი საქმეში

0
როგორ და რა გარემოებაში გარდაიცვალა წარმატებული პროგრამისტი - საიდუმლოდ რჩება და უამრავ კითხვას ბადებს

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ ახალი სკანდალები ჩნდება, საქმეს ჩამოაშორეს პროკურორი, ხოლო მისი ტელეფონის ექსპერტიზასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა.

ვახტანგ გომელაური თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: „ღიად ვერ ვისაუბრებ" >>

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

ოჯახის წევრები რამდენჯერმე შეხვდნენ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მათ იმას მიაღწიეს, რომ საქმეს ჩამოაშორეს პროკურორი მარიამ გორგელიანი.

შოთაძესთან ბოლო შეხვედრის მიზეზი გახდა პროკურორის კითხვები გოგონას დედასთან, თეონა თამაზაშვილთან. კითხვები ეხებოდა ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს. პროკურორი დაინტერესდა მისი ჰონორარით, ასევე იმით, თუ საიდან გაჩნდა პრესაში გოგონას წერილი, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის დაწერილი.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს“, - განაცხადა რამიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

თუმცაღა, ადვოკატის თქმით, ოჯახი მაინც არ არის უკმაყოფილო გამოძიებით და მისი უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ გოგონას ტელეფონი, რომელშიც, ოჯახის აზრით, მთელი ინფორმაცია ინახებოდა, გახსნეს მის გარეშე, ისევე როგორც მისი კომპიუტერი.

რამიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეფონში არ აღმოჩნდა გოგონას პირადი ინფორმაცია, წაშლილი იყო მისი ფოსტა და სოციალური ქსელების აკაუნტები.

დარჩენილია მისი ავტომობილის ექსპერტიზა და შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა დაარწმუნა ოჯახი, რომ ადვოკატი აუცილებლად დაესწრება ექსპერტიზის დასაწყისს, ისევე როგორც საერთაშორისო ექსპერტები.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

რამდენიმე დღის წინ  შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი, სადაც იყო მითითებული საბანკო ანგარიში. ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

0
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები