შოთა შალელაშვილი

„ქართულ ოცნებას" დეპუტატი შოთა შალელაშვილი ტოვებს

104
(განახლებულია 15:06 10.09.2019)
შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების" პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნესის სფეროში ბრუნდება, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.

შესაბამისი განცხადებით შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უკვე მიმართა.

შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების" პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

შესაბამისად, შალელაშვილს საკანონმდებლო ორგანოში ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს. მგალობლიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 50-ე ნომერი იყო.

104
თემები:
საქართველოს პარლამენტი (58)