ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდება

187
(განახლებულია 14:54 09.09.2019)
მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი 2020 წლის თებერვალში გათავისუფლდება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ქვეყნის ყოფილი პრემიერი ივანე (ვანო) მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას აპირებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს>>

მერაბიშვილი პატიმრობაში 2013 წლიდან იმყოფება. ის სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. მას პატიმრობის ვადა 2020 წლის თებერვალში ეწურება.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ სად, როგორ, ვისთან – ნამდვილად არ ვიცი", – განაცხადა ჩივიაშვილმა.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა>>

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

187