ადა მარშანია კვიციანზე : მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ

© Sputnik / Denis Aslanovადა მარშანია
ადა მარშანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ თანაგუნდელ ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტებს დაუპირისპირდა.

ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
„მაგარი ხარ, მეამაყები...“ - „ფეისბუქ“-რეაქციები ემზარ კვიციანის ქმედებაზე

ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მთელი ინციდენტის დროს აქციის მონაწილეებსა და კვიციანს შორის პოლიცია იდგა და დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა. საბოლოოდ, პოლიციამ დეპუტატი ინციდენტის ადგილიდან გაიყვანა.

„გამოსვლისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი ვარაუდით, „ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა. როცა შენ მოღალატე გეძახის მოღალატეს და ამას სკანდირებს, ადამიანს, რომელიც 15 წელის იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა და უამრავი ნათესავი ჰყავს იქ დაღუპული … ეტყობა ვერ მოითმინა და გადავიდა ფიზიკურ პასუხზეც. მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ", – განაცხადა ადა მარშანიამ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ინციდენტს, რომელიც დღეს პარლამენტის წინ მოხდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მონაწილეობით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან.

ემზარ კვიციანი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პოლიციამ ემზარ კვიციანი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა: რა მოხდა პარლამენტთან

კვიციანის პარტიამ ადრე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რამდენადაც მათ გახარიას სამთავრობო პროგრამა არ მოსწონთ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოდან გამოსულ დეპუტატს აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ.

კვიციანმა გინება შენობის დატოვებისთანავე დაიწყო, ხოლო აქციის მონაწილეები როგორც კი გაყვნენ დეპუტატს შეძახილებითა და სტვენით, მან აქციის რამდენიმე მონაწილეს დაარტყა. ამასთან, მთელი ინციდენტის დროს აქციის მონაწილეებსა და კვიციანს შორის პოლიცია იდგა, რომელიც ცდილობდა დაძაბულობის განმუხტვას.

„პატრიოტთა ალიანი" ეს არის პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა და რომლის დეპუტატებიც პერიოდულად მიემგზავრებიან მოსკოვში და რუს დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს. რაც შეეხება დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ისინი ანტირუსული ლოზუნგებით აქციებს სისტემატურად მართავენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"  8 სექტემბერს, 16:00 საათზე საკუთარ მომხრეებს სპორტის სასახლეში ელოდება, ხოლო  ქუჩის აქციების დაწყებას კი რესპუბლიკის მოედანზე 15 სექტემბრიდან აანონსებს.

ყველა ახალი ამბავი
0