საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურის ჩასატარებლად ემზადება

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა კვირას მიეძღვნება ახალი მთავრობის დამტკიცებას გიორგი გახარიას მეთაურობით, რომელიც დღეს შსს-ს ხელმძღვანელობს.

ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე >>

პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ, რომელმაც ეს მისიის შესრულებით ახსნა.

გახარია, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას არ აპირებს. შსს-ში მის ადგილს დაიკავებს ვახტანგ გომელაური, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ხელმძღვანელობს, ხოლო ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ექს-პრემიერი, „ქართული ოცნების“ პოლიტმდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ქართულ პოლიციას ვერავინ დააკომპლექსებს

მმართველ პარტიას ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საკმარისზე მეტი ხმები აქვს. ამისათვის საკმარისია მინიმუმ 76 ხმა, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა.

პროდასავლური ოპოზიციის დეპუტატები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები გახარიას გაპრემიერების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. მათი თქმით, გახარია შს მინისტრის პოსტიდან უნდა გადადგეს და მთავრობა დატოვოს, არა თუ დაწინაურდეს. გახარიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დაშლის შედეგებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

გახარიამ „ნაცმოძრაობის დასრულების“ პირობა დადო >>

იმ ღამით მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობასა და დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.

კვირის სხდომა

მთავრობის დამტკიცება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამას, სავარაუდოდ, მთელი დღე დასჭირდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სხდომა დაიწყება იმით, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას და მინისტრობის კანდიდატებს წარუდგენს, შემდეგ კი დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

პრემიერობის კანდიდატის პასუხების შემდეგ სიტყვით გამოვლენ კომიტეტებისა და საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარეები, ფრაქციების წევრები, ასევე ცალკეული დეპუტატები.

დასკვნითი სიტყვა კვლავ მიეცემა გახარიას, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის პროცედურა დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0