საბჭოთა ერთადგილიანი თვითმფრინავი МиГ-25

საქართველოში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავების წარმოება აღდგეს

152
(განახლებულია 20:24 05.09.2019)
საქართველოს ყოფილ პრემიერს, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, სამხედრო ავიაციის განვითარება სურს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისში სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენის საკითხს დასვამს.

საქართველოში პირველი ელექტრომობილების გამოშვებას ჩინური კომპანია დაიწყებს >>

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები ხუთშაბათს გიორგი გახარიას მეთაურობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მინისტრობის კანდიდატების გეგმებს ეცნობიან.

„საქართველო იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაღალტექნოლოგიური საწარმო (თბილისის საავიაციო ქარხანა) არსებობდა. დღესაც არსებობს ე.წ. 31-ე ქარხანა, სადაც ჩვენ ვუშვებდით სამხედრო თვითმფრინავებს. საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ უნიკალური მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნაზე, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში. მე ვაპირებ ამ საკითხის დასმას მთავრობის შემადგენლობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ეს შანსი, რომ აღვადგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის საავიაციო ქარხანა თბილისში გასული საუკუნის 40-იან წლებში აშენდა და Як-ის და Миг-ის მარკის სამხედრო თვითმფრინავებს უშვებდა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქარხნის ბაზაზე შეიქმნა საწარმო Tbilisi Aircraft Manufacturing (TAM), ხოლო 2002 წელს საწარმოს მიენიჭა სახელწოდება JSC TAM (Joint Stock Company Tbilaviamsheni). 2010 წლის ივლისში ქარხანა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამოქმედდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

152
თემები:
საქართველოს თავდაცვა (53)