ვაზნა

საქართველოში შესაძლოა ვაზნების საწარმო აშენდეს

87
(განახლებულია 16:32 05.09.2019)
საქართველოს ძალოვანი უწყებები ტყვია-წამლის შეძენაზე უცხოეთში რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ხარჯავენ.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სჭირდება ტყვია-წამლის მწარმოებელი საწარმო, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

საქართველოში 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცი შეიძლება რეზერვისტი გახდეს>>

ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდება მას შემდეგ, რაც კვირას პარლამენტი ნდობის ვოტუმს გამოუცხადებს ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მის მთავრობასა და პროგრამას. ამისთვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს.

„ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე, როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ მისთვის სამხედრო მრეწველობის განვითარება პრიორიტეტული იქნება.

„უნდა დავიწყოთ დღესვე, რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ფუნქციონირებს სამხედრო ქარხანა „დელტა".

ცენტრი „დელტა" გასული საუკუნის შუა წლებში შეიქმნა, 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამჟამინდელი სახით 2010 წლიდან მოქმედებს თბილისის ყოფილი საავიაციო ქარხნის ბაზაზე.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

87
თემები:
საქართველოს თავდაცვა (89)
„ქართული ოცნების დროშები

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია კიდევ ერთი გამოკითხვა

12
(განახლებულია 17:46 13.08.2020)
პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზე „ოცნების" შემდეგ ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2–ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, „ევროპულმა მოძრაობამ თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%–ით.

შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.

არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%–მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%–მა განაცხადა.

კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.

სხვა გამოკითხვები

კომპანია Survation–ის გამოკითხვა ივლისში ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.

პარტია Edisson Research–ის გამოკითხვა IRI–ს გამოკითხვა Survation–ის გამოკითხვა
„ქართული ოცნება" 39% 33% 52%
„ნაცმოძრობა" 16% 16% 19%
„ევროპული საქართველო" 5% 5% 8*
„პატრიოტთა ალიანსი" 3% 3% 5%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ 3% 3% 4%
„ლელო საქართველოსთვის 3% 2% 5%
12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თეა წულუკიანი

მასშტაბური რეფორმა რა სიახლეები შევა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონპროექტში

43
(განახლებულია 16:34 13.08.2020)
მინისტრის თქმით, ახალი კანონპროექტის  თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა

თბილისი, 13 – Sputnik. დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს კანონი 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს ჩაანაცვლებს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნესწრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

რა საჭიროა ანტიდემპინგური კანონი და რა სარგებელს მოუტანს ის ქართულ ბაზარს>>

წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც დავის შემთხვევაში ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე მოსამართლეებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს“, -აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით.

„ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა“, -აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ახალი კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე.

პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა.

43