კალაძემ თბილისის მერიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა წარმავალ პრემიერს

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა თბილისისთვის ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მის მომავალ მემკვიდრეს გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რით დაგვამახსოვრდა მამუკა ბახტაძე: პრემიერის ინიციატივები, აღმასვლები და ჩავარდნები

ამჟამად მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია. გახარია ჯერჯერობით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მის ადგილზე წარდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას კი შეცვლის ექს-პრემიერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი. სხვა ცვლილებები არ იგეგმება.

„მსურს მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისათვის. იგი ყოველთვის მხარს უჭერდა დედაქალაქის ადმინისტრაციას და ეს გამყარებული იყო საქმით. ამ წლის ბიუჯეტი ნამდვილად განსხვავდება წინა წლებისგან და ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს დედაქალაქის მასშტაბებში განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები", – განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე

მისი სიტყვებით, პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დედაქალაქში საკმაოდ ბევრია, აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა.

„მსურს წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, ასევე მინისტრობის კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალებით, თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ თბილისისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი", – აღნიშნა კალაძემ.

2019 წლის თბილისის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარს აჭარბებს. შედარებისათვის: 2018 წლის ბიუჯეტი 882 მლნ ლარი იყო, თუმცა წლის ბოლოსთვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ისიც გაიზარდა და 1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისთვის, მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას კვირას გამართავს.

მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0